მესტიის მუნიციპალიტეტში, იდლიანის თემში, უბედური შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა. მას თავის არეში საკუთარი შვილის, 12 წლის გოგოს მიერ, შემთხვევით გასროლილი ტყვია მოხვდა.     
სოფლის გამგებლის ბეჟან ჭკადუას ინფორმაციით, მამა-შვილი მამის სამუშაო ადგილას იმყოფებოდნენ, სადაც, შემთხვევა მოხდა. 
"გაურკვეველია, საიდან მოხვდა ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი ფოთი აღნიშნულ ადგილას. ტყვია მოხვდა თავის არეში, ადგილზე დაიღუპა", - უთხრა რადიო 
"ათინათს" ჭკადუამ. 
მისივე ინფორმაციით, სამართალდამცავებმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები განახორციელეს, მათ შორის, გოგონაც დაკითხეს.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.			
 
			
მასალის გამოყენების პირობები