ახალი ამბები
მესტიის გენერალური განვითარების გეგმის დოკუმენტზე საჯარო განხილვები დაიწყო
მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცითი მოწყობის დოკუმენტის საჯარო განხილვა დაიწყო. განვითარების გენერალურ გეგმაზე, საკონსულტაციო ცენტრმა ,,გეოგრაფიკმა” ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად იმუშავა. სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შემუშავებისა და განხილვის პროცესში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული.

პროექტში გათვალისწინებულია კულტურული მემკვიდრეობის, სამთო ინდუსტრიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების საკითხები. გენერალურ გეგმაში გათვალისწინებულია მოქმედი და ახალი სამთო სათხილამურო კურორტების მაქსიმალურად გამოყენება. ასევე მომზადდა დეტალური ზონირებული რუკები.

საჯარო განხილვაში, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მონაწილეობა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს.

,,გენერალური განვითარების გეგმის მიზანია, შევინარჩუნოთ სვანეთი, როგორც კულტურული, ისტორიული, ბუნებრივი ლანდშაფტი, ამავდროულად იყოს შესაძლებლობა, მეტი განვითარების, მეტი ტურისტის მიღების, მეტი დასაქმების, და შემოსავლის შექმნის. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში მოსახლეობა არის ძალიან აქტიურად ჩართული და მათთან შეთანხმების გარეშე არ მიღება არცერთი გადაწყვეტილება, ეს არის სწორედ ,,ქართული ოცნების“ მთავარი ხელწერა, მთავარი ნიშანი და სწორედ ასე ვაპირებთ გავაგრძელოთ მთელი საქართველოს მასშტაბით“ - განაცხადა სუბარმა.

ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ყველა მნიშვნელოვანი პროექტის განხილვა საჯაროდ და მოსახლეობასთან გამართული კონსულტაციებით ხდება:

,,გენერალური განვითარების გეგმა ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონის მდგრადი განვითარებისათვის, ამავე დროს ქაოტური მშენებლობების მოწესრიგებისათვის და გრძელვადიანი ხედვისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის განვითარებას. მოსახლეობასთან ერთად პირველი ეტაპის განხილვა დღეს დაიწყო, რომელიც გაგრძელდება და ჩვენ მივიღებთ საბოლოო ჯამში იმ დოკუმენტს, კონცეფციას რაც მოგვცემს საშუალებას რომ სწორად განვავითაროთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები რაც გაგვაჩნია რეგიონში” - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მესტიის მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა. პროცესში ჩართული იყო მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რომელმაც ხაზი გაუსვა გეგმის მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სექტორის განვითარებაზე.

საჯარო განხილვა მესტიის შემდეგ მულახისა და ჭოლაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართება. საბოლოოდ კი დოკუმენტი მოსახლეობასთან ფართო კონსულტაციებისა და განხილვების შემდეგ უნდა მიიღონ.






Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
01 / მაისი 2025
კოლხები თუთაშხა დღეს განსაკუთრებულად საკრალურად თვლიდნენ.უძველესი დროიდან ითვლებოდა ორშაბათი ბედნიერ დღედ და ამ დღეს ჰქონდა ცალკე სამლოცველო დღესასწაულიც,რომელსაც ერქვა ,,ოთუთაშხე“,იგივე ,,თუთაშხა ბედინერი“.ბედნიერი მთვარის დღე.ასევე დღემდეა სოფელ ხეთაში ,მიქამგარიოს ეკლესიაში დაცული დღესასწაული, რომელსაც ,,თუთაშხა გითოხვამას“ ან კიდევ ,,მიქამგარიოშ გითოხვამას“უწოდებენ. დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა საუბარი ამ ორ ლოცვაზე და მის მნიშვნელობაზე.
01 / მაისი 2025
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინური კონსორციუმისგან (CCCC) განახლებული წინადადება მიიღეს, რომელიც უნდა შეფასდეს.
01 / მაისი 2025
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ბადრა გუნბა 9 მაისს, მოსკოვში დაგეგმილ გამარჯვების აღლუმს დაესწრება. ამის შესახებ „რუსეთში ფხაზეთის ელჩმა“ ალხას კვიცინიამ "რია ნოვოსტის" განუცხადა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.