ახალი ამბები
ფოთში ახალგაზრდობისა და ზაფხულის დღეების ღონისძიებებისთვის 13 ათასამდე ლარი გამოიყო
ფოთში 12 აგვისტოს ახალგაზრდობის დღის აღსანიშნავად ქალაქის მერიამ ტენდერი გამოაცხადა, რომლის შესყიდვის ღირებულება 7 ათასამდე ლარია. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, გამარჯვებულმა კომპანიამ ამ დღეს საქართველოში ცნობილი, არანაკლებ 5 წევრიანი ბენდის კონცერტის ჩატარება უნდა უზრუნველყოს მევილიონისა და საქსაფონისტის მონაწილეობით, ასევე, უნდა გაიმართოს ელექტრონული მუსიკის შოუ, ამ დღეს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრში მონაწილეებისთვის კი გამზადდეს და დარიგდეს 42 მედალი და 9 ცალი თასი. ამავე დღეს ფერების ფესტივალიც მოეწყობა, საბოლოოდ ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიმ ზაფხულის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც უნდა ჩაატაროს, რაც ქალაქის მერიას, დაახლოებით, 6 ათასი ლარი დაუჯდება.

ღონისძიების ფარგლებში, არანაკლებ 15 წევრიანი ცნობილი ბენდის კონცერტი და ელექტრონული მუსიკის შოუ უნდა გაიმართოს, რაც საღამოს ფერადი ბოლისა და ფრანების გაშვებით დასრულდება.

ტენდერში მონაწილეობის მიღება მსურველებს 24-დან 26 ივლისის ჩათვლით შეუძლიათ. ორივე ღონისძიება აგვისტოშია დაგეგმილი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.