ახალი ამბები
უშგულში აქციის მონაწილეები მესტიის მერს არ შეხვდნენ
უშგულში ადგილობრივები, რომლებიც დილიდან აქციას მართავენ, მესტიის მერს კაპიტონ ჟორჟოლიანს არ შეხვდნენ. აქციის მონაწილემ გიორგი ჩარკვიანმა რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ ისინი ჟორჟოლიანს არ ენდობიან.

„აქამდე ბევრი პრობლემა გვქონია და არ მოუგვარებია არცერთი. არ ვენდობით და მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს შევხვდებით“, - აღნიშნა ჩარკვიანმა.

თავის მხრივ, მესტიის მერიც ამბობს, რომ უშგულელებს შეხვედრა არა მასთან, არამედ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან სურთ.

„მე მინდოდა, რომ მათგან მომესმინა პრობლემების შესახებ, თუმცა, თავად არ სურთ ჩემთან საუბარი. თუ საჭირო გახდა, მე მათ ვუშუამდგომლებ, რომ შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მათ აქვთ რამდენიმე პრობლემა, დენის, წყლის, გზის. თითოეულ მათგანზე მუშაობა მიმდინარეობს. ასევე, უნდათ, რომ ჰყავდეს უშგულს რწმუნებული. კონკურსი მალე დასრულდება და ამ თანამდებობაზე შევარჩევთ კადრს. რაც შეეხება ძეგლებს, თითოეული მათგანი იდენტიფიცირებულია, მიმდინარეობს მუშაობა და მომავალი წლიდან დაიწყება აღდგენები“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

მერის თქმით, აქციის მონაწილეები ცდილობენ, რომ გზის გადაკეტვის მიუხედავად, მგზავრებს პრობლემა არ შეუქმნან.

მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში საპროტესტო აქცია რამდენიმე საათია გრძელდება. აქციის მონაწილეები სოფელში არსებულ პრობლემების, პირველ რიგში კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციას ითხოვენ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, სვანეთში ძეგლების პრობლემა კომპლექსურ გადაწყვეტას საჭიროებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.