რუსეთის მოქალაქის ცხედარი ბიჭვინთის სანაპიროზე 16 აგვისტოს დილას იპოვეს.
შემთხვევა, სავარაუდოდ, 15 აგვისტოს ღამეს მოხდა. ცნობილია, რომ კრასნი-სულინის მკვიდრი ქალი დასასვენებლად მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ის ზღვაში იყო შესული, რა დროსაც მოულოდნელად თვალთახედვიდან გაქრა. გარდაცვლილი 32 წლისაა. ცხედარი უკვე გადაასვენეს სამშობლოში.
მასალის გამოყენების პირობები