მუსიკალური ფესტივალი "Echowaves 2019", რომელიც ანაკლიაში ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, წუხელ დასრულდა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით ფესტივალს წელს უფრო მეტი ვიზიტორი ჰყავდა, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობაზე ჯერ ვერ საუბრობენ. Echowaves-ის სპიკერის ლუკა ჯაშიაშვილის თქმით, შედეგების შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გავრცელდება. „რეგიონისთვის ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ჩვენ ვიხილეთ რვა სხვადასხვა სცენაზე 150-მდე არტისტი, რომელთა შორისაც იყვნენ ისეთი ცნობილი არტისტები, რომლებიც პირველად ესტუმრნენ საქართველოს. რაც შეეხება შედეგებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფესტივალი იყო წარმატებული, შარშანდელთან შედარებით იყო ბევრად მეტი ვიზიტორი, განსაკუთრებული ემოციები და ბევრად მეტი ბედნიერი ადამიანი“, - თქვა ჯაშიაშვილმა.
Echowaves უკვე მეორე წელია check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. ფესტივალს სტუმრები, დაახლოებით, 70 - მდე ქვეყნიდან ეწვივნენ.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები