ახალი ამბები
აფხაზური ენის შესწავლა თამაშით - ახალი კრებული პატარებისთვის
სოხუმში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აფხაზური ენის შემსწავლელი კრებული შეადგინეს. წიგნის ავტორებმა პროგრამა სათამაშოების თემატიკაზე ააგეს. მასში მოცემული მასალის საშუალებით ბავშვი 3000 - მდე ახალი სიტყვის შესწავლას შეძლებს. კრებული, რომელსაც ილუსტრირებული ბარათები ერთვის, ალბომის სახით გამოიცემა, წერს "ნუჟნაია გაზეტა".

პატარები სიტყვების შესწავლას, როგორც საბავშვო ბაღის მასწავლებლების, ასევე, მშობლების დახმარებითაც შეძლებენ.

დამხმარე სახელმძღვანელოს შედგენაზე აფხაზური ენის პოლიტიკის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის დაკვეთით, ბავშვთა განვითარებისა და განათლების ცენტრის "ჰარმონია" პედაგოგ - ფსიქოლოგები ვიქტორია არძინბა და საიდა ჯინჯოლია მუშაობდნენ, ხოლო ილუსტრაციებზე - იანა პინჩუკი და მადინა ჩკოტუა.

ენის პოლიტიკის "სახელმწიფო კომიტეტის" ხელმძღვანელის თამილა არშბას თქმით, აფხაზეთში სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის აფხაზურ ენაზე შედგენილი წიგნების ნაკლებობაა. მისივე განმარტებით, ახალი ალბომი ამ ტიპის პირველი სახელმძღვანელოა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.