ახალი ამბები
სოხუმში ალხას კვიცინიას მომხრეებმა „არჩევნების“ შედეგები გააპროტესტეს
სოხუმში „ამცახარას“ პარტიის ოფისთან ალხას კვიცინიას მომხრეები შეიკრიბნენ. იქ მისული 200 - მდე ადამიანი არჩევნების შედეგების გადახედვას ითხოვდა, წერს აფხაზური მედია.

"ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს სახელმწიფოს და ხალხს და მხოლოდ სამართლებრივი გზით ვიმოქმედებთ, თუმცა, ეს ძალიან რთულია. ჩვენ არავის ვემუქრებით და ვითხოვთ, რომ სასამართლომ კანონიერად წარმართოს საქმე, ჩვენ მხარს ვუჭერთ სასამართლოს დამოუკიდებლობას", - განაცხადა ე.წ. არჩევნებში დამარცხებულმა კანდიდატმა.

მანამდე, "ამცახარამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის არ ცნობს საკუთარი ლიდერის ალხას კვიცინიას დამარცხებას, 8 სექტემბერს გამართულ "საპრეზიდენტო არჩევნებში".

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 8 სექტემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, რაულ ხაჯიმბამ 39 ათას 793, ხოლო მისმა ოპონენტმა, ალხას კვიცინიამ - 38 ათას 766 ხმა დააგროვეს. ამომრჩეველთა აქტივობამ 65,99% შეადგინა.

ალხას კვიცინია არ ეთანხმება "საარჩევნო კომისიის" მიერ გამოცხადებულ შედეგებს და მათ გასაჩივრებას გეგმავს.

ამავე თემაზე:




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 13 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 14 °C
img
მესტია 7 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.