„ამერიკის ხმის“ ყოფილმა ჟურნალისტმა ზუგდიდელმა ნანა საჯაიამ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიაში Fox News-ში დაიწყო მუშაობა. მან ამის შესახებ
ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“290 აპლიკაცია, უამრავი ინტერვიუ და 31 უარყოფითი პასუხი. საბოლოოდ კი Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკის გაშუქების პროდიუსერი ვარ. იღბლიანი ვარ, რომ ამ დაუჯერებელ ამბავში ჩემი გზამკვლევი იყო ნუნუ ჯაფარიძე. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობრებს ოკეანის ორივე მხარეს”, – წერს საჯაია.
ქართველი ჟურნალისტი ნუნუ ჯაფარიძე 14 წელი CNN-ში მუშაობდა, ამჟამად კი ისიც Fox News-შია.
მასალის გამოყენების პირობები