ამომრჩეველი: ხმა მივეცი კეთილდღეობას, მაგრამ გამკეთებელი ვინ არის
09:36 / 27.10.2019
მარტვილს მუნიციპალიტეტის კიწიის თემში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ადგილობრივები, რომლებმაც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირეს ამბობენ, რომ უკეთესობის იმედი აქვთ. მათ ნაწილს კი არ მოსწონს არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატის მონაწილეობა. ადგილობრივი შეფილდ კაკულია მიიჩნევს, რომ მოსახლეობას არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს. "არჩევნები იმისთვისაა, რომ ხალხს საშუალება ჰქონდეს უკეთესზე უკეთესი აირჩიოს. რისი საშუალებაც დღეს აქ არ არის. ცუდია ეს. უნდა იყოს მრავალპარტიულობა და ერთი ნაცვლად ბევრი კანდიდატი. მე ხმა მივეცი სოფლის კეთილდღეობას, მაგრამ გამკეთებელი ვინ არის? ამ კანდიდატს არაფერი შეუძლია, თუ მთავრობა არ დაუდგება გვერდით", - ამბობს შეფილდ კაკულია.
კიწიის თემში ორი უბანია, სადაც ჯამში 1100 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამავე თემაზე:
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები