რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გერმანიის ელჩს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან და მოადგილეებთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს ფოთის მერიაში შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ელჩს ქალაქის ისტორია გააცნო და მისი არქიტექტურული იერსახის განვითარებაში, გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის როლზე ისაუბრა. მოგვიანებით კი ელჩს, ფრიკის მიერ დაპროექტებული შენობები დაათვალიერებინა, რომლებიც დღეს უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ.

ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის ყოფილი შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება და იქ საზღვაო სასწავლებელი განთავსდება, ამჟამად პროექტირების სამუშაოები სრულდება, ასევე დაგეგმილია უშიშროების ყოფილი შენობის რეაბილიტაცია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და 1918 წლის მოვლენებზე გამოფენის და საერთო სივრცის მოწყობას.

1918 წლის 28 მაისს, ფოთის პორტში ხელი მოეწერა შეთანხმებას გერმანიის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, სადაც საქართველომ მიიღო გერმანიის მფარველობა და აღიარება. ხელშეკრულებას, გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა გენერალი ოტო ფონ ლოსოუ, საქართველოს მხრიდან კი მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
07 / მაისი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.