ახალი ამბები
სოხუმის უღელტეხილზე გაჩენილ ხანძარს ვერ აქრობენ
სოხუმის უღელტეხილზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლის გავრცელების მასშტაბები ამ ეტაპზე დაუდგენელია. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრის მოადგილის სატბეი გინდიას ინფორმაციით, ისინი სპეცავიაციის გარეშე ხანძარს ვერ უმკლავდებიან, აქედან გამომდინარე, მათ რუს კოლეგებს მიმართეს დახმარებისთვის და პასუხს აქამდე ელოდებიან.

უწყებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცეცხლი სოხუმის უღელტეხილზე, სოფელი ფსხუს მხრიდან, 150 - 200 ჰექტარზეა გავრცელებული. ამავე ცნობით, ხანძრის კერები აღნიშნულ ტერიტორიაზე 10 ნოემბერს გაჩნდა. სოხუმის რაიონის სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსის თემურ კვიცინიას თქმით, იწვის ტყე, ხანძარი გუდაუთის რაიონისკენ ვრცელდება. მისივე ცნობით, ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებული პუნქტები არ არის.
ამავე თემაზე:
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
11 / სექტემბერი 2025
ძველი კოლხური საზოგადოების რწმენაში სულის არსებობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა.
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.