რეგიონი
მერაბ ქვარაია: მივიღე რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი და გულწრფელი გადაწყვეტილება
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტის ჩაგდებაზე განმარტებებს აკეთებს. მან შესაბამისი განცხადება ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა.

“ვფიქრობ, რომ დღეს მივიღე საკმაოდ რთული, მაგრამ ერთადერთი სწორი, რაც ყველაზე მთავარია, გულწრფელი გადაწყვეტილება ჩემი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და იმ ამომრჩევლთა წინაშე, ვისაც წარმოვადგენ.

დებატებმა და მთელმა პროცესმა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს უძღოდა წინ, გამოკვეთა, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილება არის ნაჩქარევი და მოუმზადებელი, შეიცავს სერიოზულ რისკებს, რამაც შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზიანოს ჩვენი ქვეყანა უახლოეს მომავალში. ჯერ არ გადადგმულა დეცენტრალიზაციის მიმართულებით აუცილებელი ნაბიჯები, რამაც უნდა შეავსოს მაჟორიტარული სისტემის არარსებობით გამოწვეული სიცარიელე, პროპორციული სისტემის პირობებში არ არის გამოკვეთილი რეგიონების ინტერესების გათვალისწინების მექანიზმი, არ არის ჩამოყალიბებული საარჩევნო სიებში შიდა რეგიონალური შეჯიბრებითობის პრინციპი. არსებული პოლიტიკური კონიუქტურის გათვალისწინებით არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხეები 2020 წლის არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ვერჩამოყალიბების და, შესაბამისად, სტაბილურობის შენარჩუნების. ერთადერთი, ვინც დღეს შეიძლება ამ სისტემაზე გადასვლით გახდეს ბედნიერი, არის ნაციონალური მოძრაობა, სხვა მცირე პარტიებს კი რეალურად არანაირი შანსი არ ეძლევათ იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში სოლიდური შემადგენლობით.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ჩემი გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი პრინციპულად არ ეთანხმებოდა ამ ცვლილებას, კონსტიტუცია კი არის ის დოკუმენტი, რაზეც საერთო თანხმობა და კონსესუსი უნდა არსებობდეს და რაც შეიძლება ნაკლები კითხვის ნიშნები, არ დავუჭირე მხარი იმ გადაწყვეტილებას, რაშიც არ ვიყავი დარწმუნებული. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მივიღე სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ერთხელ უკვე ვიმსჯელეთ და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით შევთანხმდით, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს 2024 წელს, ეს ჩავწერეთ საქართველოს კონსტიტუციაშიც. შესაბამისად, ვთვლი, რომ უნდა დარჩეს ძალაში კონსტიტუციის ის რედაქცია, რაც ძალაშია, მოვამზადოთ ქვეყანა და 2024 წელს გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე“, - წერს ქვარაია.


პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.