ახალი ამბები
ზუგდიდში მოსწავლეებს ნაადრევი ქორწინების უარყოფით შედეგებზე ესაუბრნენ (ვიდეო)
ასოციაცია "ათინათის" სააქტო დარბაზში ახალგაზრდებს ნაადრევ ქორწინებისა და 16 წელს მიუღწეველ მოზარდების სქესობრივი კავშირის უარყოფით შედეგებზე ესაუბრნენ. საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდის რაიონულმა პროკურორმა ლევან სალიამ GLC-ის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან გამართა.

მან არასრულწლოვნებს ნაადრევი ქორწინების უარყოფითი ასპექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამასთან, პროკურორმა მათ დანაშაულთან დაკავშირებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ფორმებიც გააცნო. ლევან სალია მიიჩნევს, რომ მსგავსი შეხვედრების შემდეგ არასრულწლოვანთა დიდი ნაწილი უარს იტყვის ნაადრევ ქორწინებაზე.

"დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებთან გვესაუბრა ადრეულ ქორწინებაზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. საუბარი იყო 16 წელს მიუღწეველ პირებთან სქესობრივ კავშირზე და ამაზე, როგორც დანაშაულზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ფორმებზე. კითხვები დაისვა არასრულწლოვნების მოტაცებისა და ქორწინების იძულების შემთხვევაზეც. დარწმუნებული ვარ, რომ ამ შეხვედრის შემდეგ უმეტესობა, თუ ყველა არა, უარს იტყვის ადრეულ ქორწინებაზე და არ ურჩევს სხვა ადამიანს ადრეულ ქორწინებას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, წალენჯიხასა და ჩხოროწყუსთან შედარებით, ზუგდიდში მომართვიანობა დიდია", - აღნიშნა ლევან სალიამ.

მოსწავლეებს ნაადრევი ქორწინების უარყოფით მხარეებსა და საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა მოქალაქე მაკა წირღვავა. მისი თქმით, ის ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაოჯახების მიზნით მისთვის უცნობმა მამაკაცმა მოიტაცა. წირღვავა ამბობს, რომ ის წლების განმავლობაში ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი იყო.

"თოთხმეტის წლის ვიყავი, როდესაც ჩემთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა მომიტაცა. ვიყავი ფსიქოლოგიური და მორალური ძალადობის ქვეშ. 15 წლის ვიყავი, ბავშვი რომ გამიჩნდა. ვერ ვაცნობიერებდი, რა იყო ოჯახი. ეს არის ადრეული ქორწინების შედეგი. ასეთ დროს ჩამოუყალიბებელი ხარ, როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ბიოლოგიურად. საშინელებაა ძალადობა, როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ფიზიკური. ხუთი წელი ვიცხოვრეთ ერთად, მეტი ვერ გავძელი და წამოვედი. თავიდან თუ მშობლები მეუბნებოდნენ, რომ მომეთმინა, უკვე თვითონაც მიხვდნენ, რომ იქ ვერ გავჩერდებოდი. სრულიად ახალგაზრდას უკვე ორი შვილი მყავდა, მიუხედავად მშობლების თანადგომისა, ვერ მოვახერხე სწავლის გაგრძელება, რადგან ჩემი მთავარი საზრუნავი შვილების აღზრდა იყო", - თქვა მან.

მაკა წირღვავამ ახალგაზრდებს ურჩია, რომ არ გადადგან დაუფიქრებელი ნაბიჯი და იმ შემთხვევაში, თუ მათზე რაიმე ფორმით ძალადობენ, მიმრთონ შესაბამის ორგანოებს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.