ახალი ამბები
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, წარჩინებულ სტუდენტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიები გადასცა. სტიპენდია განკუთვნილია სტუდენტებისთვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს. იგი სახელმწიფო მინისტრის ინიციატივითა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გასულ წელს დაარსდა და წელს დაჯილდოების უკვე მეორე ღონისძიება გაიმართა.

წლევანდელი გამარჯვებულები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტი მარიამ გვაგვალია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ქეთი ილურიძე გახდნენ. ისინი ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არიან. სტუდენტები სტიპენდიის სახით 300 ლარს, ყოველთვიურად მიიღებენ.

გასულ წელს სტიპენდიები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტს გიორგი ციკოლიასა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს რობიზონ ილურიძეს გადაეცათ. ისინი სტიპენდიას წელსაც იღებენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი განათლების და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნინო წერეთელი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მანანა ქვაჩახია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, თსუ-ს რექტორის მოადგილე, პროფესორები და სტუდენტები.

დიმიტრი გულია აფხაზი მწერალი, აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი, აფხაზეთის სახალხო პოეტი და სსრკ IV-V მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. კოსტა ხეთაგუროვი კი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსური ლიტერატურის დამფუძნებელი, პოეტი, განმანათლებელი და მხატვარი.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
24 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
ოდაბადეშ კინოხონი
31 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.