სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მარტვილში მომხდარი მკვლელობა გახსნეს.
დაკავებულია 1961 წელს დაბადებული ჯ.ნ. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
ამავე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში, ურთიერთშელაპარაკებისას, თანასოფლელს - რ.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. ბრალდებული აღიარებს დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები