ახალი ამბები
ზუგდიდში დევნილთა დასახლების ეზო კანალიზაციის წყალმა დატბორა
ზუგდიდში, ლაღიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობის გამო, საცხოვრებელი კორპუსების ეზოები დაიტბორა. ამის შესახებ "ათინათს" ერთ-ერთმა დევნილმა ინეზა ფარულავამ უთხრა. მისივე თქმით, მოსახლეობამ წერილობით ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა, თუმცა პრობლემის მოგვარება ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

"მერიაში განცხადება მქონდა შეტანილი. თვეზე მეტი ხანია ეს მდგომარეობაა. მოვიდნენ, რაღაცა ამოთხარეს, შეაკეთეს თითქოს, მაგრამ ისევე ამოვიდა ფეკალური მასები ზემოთ. სუნის გამო ფანჯრებს ვერ ვაღებთ. დაპროექტების დროს არის შეცდომა დაშვებული ალბათ, დაქანება არ აქვსო იძახიან, მე არ ვარ სპეციალისტი, გარკვეულ ნაწილამდე მიდის მერე ვერ გადისო. მე-7 და მე-8 კორპუსების წინ ხდება ეს. იყვნენ აქ ვიცე-გუბერნატორი და მერიის წარმომადგენლები, მოგვცეს პირობა რომ ზომებს მიიღებენ. სასმელ წყალსაც არ ვენდობით, წყალი მოგვაქვს ან ეკლესიის ეზოდან ან ვყიდულობთ", - ამბობს ინეზა ფარულავა.

თავის მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საკითხის მოსაგვარებლად პრობლემური საკანალიზაციო მონაკვეთის სრულად შეკეთებას გეგმავს.

"მერიის შესაბამისმა სამსახურებმა არაერთხელ ამოწმინდეს ლაღიძის ქუჩაზე საკანალიზაციო მილები. ვინაიდან პრობლემა ამით ვერ მოგვარდა, მერია მომავალში საკანალიზაციო ქსელის პრობლემური მონაკვეთის შეკეთებას გეგმავს. ასევე, მუშავდება ახალი პროექტი, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას გამარტივებული წესით მოხდეს მომსახურების შესყიდვა და შესაბამისად, რამდენიმე დღეში აღნიშნულ საკანალიზაციო მონაკვეთს სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება", - ამბობენ მერიაში.

აღნიშნულ დასახლებაში 2015 წელს ახლადაშენებულ კორპუსებში 320-მა ოჯახმა მიიღო საცხოვრებელი ფართი. პროექტის ღირებულებამ 14.5 მილიონი ლარი შეადგინა. შესახლებიდან რამოდენიმე თვეში წყლის დაბინძურების შედეგად, ინფექციის ნიშნები ათეულობით ადამიანს, მათ შორის, ბავშვებს აღენიშნებოდათ.

ამავე თემაზე: 

სეს: დევნილთა დასახლებაში არსებული ჭაბურღილის წყალი ჯანმრთელობისთვის არ არის უსაფრთხო

შპს "დაგი": ზუგდიდში დევნილთა დასახლებაში დაბინძურებული წყლის დონეს ვიკვლევთ

დევნილებს, რომლებიც ზუგდიდში წყლით მოიწამლნენ ფულად დახმარებას გაუწევენ

ზუგდიდში დევნილთა ახალ დასახლებაში ინფექცია გავრცელდა (ვიდეო)
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / თებერვალი 2026
სამეგრელოში დღემდე ამბობენ „გეკულა არის და არ ეგების“.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
19 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.