ზუგდიდში პროგრამა "მომავლის თაობის" შედეგები შეაჯამეს (ვიდეო)
18:13 / 05.02.2020
ასოციაცია "ათინათმა"პროგრამა "მომავლის თაობის" გასული წლის შედეგები შეაჯამა.
მოსწავლეებმა საკუთარ სკოლებში განხორციელებული პროექტების, ინიციატივებისა და სხვადასხვა სახის აქტივობების შესახებ პრეზენტაციები გამართეს. გარდა ამისა, მათ თემში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. პროგრამის ფარგლებში მოზარდებმა ძირითადად საგზაო უსაფრთხოების, ცხოვრების ჯანსაღი წესის და გენდერული თანასწორობის თემებზე იმუშავეს. ღონისძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა. მას პროგრამაში ჩართული სკოლების მოსწავლეები, მასწავლებლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
PH International-ის წარმომადგენლის თამარ ფრუიძის თქმით, ის აქტივობები, რომელსაც მოსწავლეები პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანია. „ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ღონისძიება გამოგვივიდა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტები, რომლებიც ეხებოდა საგზაო უსაფრთხოებას. ბევრ თემში ეს პრობლემა აქტუალურია. მოსწავლეების ძალისხმევით მოეწყო ზებრა გადასასვლელები. დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. მათ ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართულებით სხვადასხვა კამპანიები განახორციელეს. ასევე შეეხნენ ისეთ კონკრეტულ საკითხებს, როგორიცაა წყლის პრობლემა სკოლაში და მისი მოგვარება. ასევე გვქონდა ფორუმ-თეატრი ნაადრევი ქორწინების თემაზე და მოსწავლეებმა ძალიან კარგად გამოკვეთეს ის სტერეოტიპები, რომლებიც არსებობს გენდერული თანასწორობის საკითხებში“, - ამბობს თამარ ფრუიძე.
პროგრამა „მომავლის თაობის“ კოორდინატორის სალომე გარდავას თქმით, მოსწავლეებს აქვთ იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ თემში არსებული პრობლემები მოაგვარონ. „შევაჯამეთ გასული წელი და წარმოვადგინეთ წარმატებული პროექტები. მოსწავლეებმა წამოჭრეს ისეთი საკითხები, რომელთა მოგვარებაც მათთვის მნიშვნელოვანი იყო. მათ აქტიურად ეხმარება სკოლის ადმინისტრაცია და სამოქალაქო განათლების პედაგოგი. რაც მთავარია, მოსწავლეებს აქვთ მოტივაცია და შესაძლებლობა ჩვენი პროექტის ფარგლებში თემში არსებული პრობლემები გადაჭრან“, - აღნიშნა გარდავამ.
ამასთან, ღონისძიების ბოლოს ის სკოლები და სამოქალაქო განათლების პედაგოგები დააჯილდოეს, რომლებმაც პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ „ტექნიკის კონკურსში“ გაიმარჯვეს. სამოქალაქო განათლების პროგრამა "მომავლის თაობას" ორგანიზაცია PH International, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით ახორციელებს. სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია "ათინათი".
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები