"დეამ" მერიის წარმომადგენლებს შშმ პირთა საჭიროებებზე ჩატარებული კვლევა წარუდგინა
17:50 / 20.02.2020
ასოციაცია ,,დეას“ პროექტის ,,ადვოკატირება ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების ამოქმედების მხარდასაჭერად“ ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა
ჩატარდა. ექსპერტმა თამარ მახარაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგები გააცნო. ამასთან, შეკრებილებმა 2021 წლის ბიუჯეტში შშმ პირებზე მორგებული სერვისების ამოქმედებისთვის საჭირო მექანიზმებზე ისაუბრეს.
„ძირითადი მესიჯი კვლევის ალბათ ეს იყო, რომ ნელ-ნელა უნდა ჩავანაცვლოთ ის მატერიალური დახმარება, რასაც სახელმწიფო აძლევს შშმ პირებს. დღეს შეხვედრაზე პილოტური პროგრამების შესახებ ინფორმაციამ გაიჟღერა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაანახებს ადამიანებს ამ მომსახურების სიკეთეს, რომ ჯობია მიიღო მომსახურება, ვიდრე თუნდაც 200 ან 300 ლარი, რომელიც მხოლოდ დროებით გააყუჩებს, მატერიალურ თუ სამედიცინო პრობლემებს, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ“, - აღნიშნა თამარ მახარაძემ.
მერიის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა ნინო სხულუხიამ თქვა, რომ მუნიციპალიტეტი თანდათან ტრადიციულიდან, სოციალური მოდელის დანერგვისკენ მიდის. მისივე ცნობით, მერია წელს იწყებს საპილოტე პროგრამებს, რომელიც სწორედ სოციალურ მოდელს გულისხმობს.
„2020 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას, ჩვენ ხელთ გვქონდა ყველა კვლევა მოწოდებული არასამთავრობო და ასევე სამთავრობო სექტორის მიერ, რამაც გარკვეული ასახვა ჰპოვა ჩვენს პროგრამებში, თუნდაც ის, რომ შეღავათიანი ტრანსპორტირების მოდელი არის უკვე დანერგვის სტადიაში. მართალია, წელს ვერ შევძელით ერთჯერადი ფულადი დახმარების სრულად სერვისით ჩანაცვლება, მაგრამ გარკვეული მიმართულებით მოქალაქეებს ექნებათ არჩევანის საშუალება - აიღონ ფულადი დახმარება ან ისარგებლონ სერვისით ”, - თქვა სხულუხიამ. ზემოაღნიშნულ პროექტს ასოციაცია „დეა“ ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით ახორციელებს.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო“/ ,,სასუმარო’’ მუკაქუნალს. იცნობენ ტანზე მოსარგები სამოსელის დანაწილების პრინციპებს: შიგნითა ,,დინახალენ ბარგი“ და ,,გარეთა ,,გალენ ბარგი“. დღევანდელ გადაცემაში აღწერილია როგორი იყო შიგნითა სამოსი ,საცვლების და გრძელი პერანგების ,,ოსარეშ“ ნიმუშები და როგორ იცვლებოდა მისი ფორმები დროთა განმავლობაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები