პოლიციამ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით მამაკაცი დააკავა
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს.
უწყების ცნობით, მას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.
ამავე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 90 აბი და ,,ESCORT-2008-MAGNUM“-ის მოდელის პისტოლეტი ამოიღეს.
დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები