რეგიონი
საგანგებო მდგომარეობის პირობებში აფხაზეთში ქორწილებს იხდიან
სოხუმმა დღეიდან საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, ხოლო მანამდე საკარანტინო შეზღუდვები დააწესა, მიუხედევად ამისა აფხაზეთში ხალხმრავალ ქორწილებს იხდიან.
შესაბამის ინფორმაციას სოციალური ქსელის აფხაზური სეგმენტის მომხმარებლები ავრცელებენ და შეშფოთებას გამოთქვამენ:

„მიუხედავად საგანგებო რეჟიმის გამოცხადებისა, მრავალრიცხოვან ქორწილებს მართავენ, მაგალითად დღეს, ოჩამჩირის რაიონში იყო ქორწილი, მიუხედავად იმისა, რომ რაიონის ხელმძღვანელმა გააფრთხილა ისინი, ეს ადამიანები უკიდურესად უცნაურად მოიქცნენ!


მართალი გითხრათ, არც კი ვიცი, როგორ ვებრძოლოთ ასეთ უვიცობას და საკუთარი ხალხის მიმართ უპატივცემულობას“,
- წერს ფეისბუკის მომხმარებელი.

ერთ - ერთ ვიდეოზე, რომელიც მოქალაქემ მობილური ტელეფონით დღეს სოხუმის ცენტრში გადაიღო, ჩანს, თუ როგორ ცეკვავენ ნეფე - დედოფლის გარშემო შეკრებილი სტუმრები.  ამ ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებლები შემდეგი კომენტარებით გამოეხმაურნენ:

„რაც არ უნდა მძიმე იყოს, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენს დაუდევრობას და სიბეცეს საზღვარი არა აქვს! მართლაც რომ ლხინია ჟამიანობის დროს! ახალგაზრდებს ბედნიერებას ვუსურვებ! საით მივექანებით?“

„აფხაზეთი ამ გლობალურ პრობლემას გვერდს ვერ აუვლის, და ჩვენი მედიცინის მდგომარეობიდან გამომდინარე, იმის წარმოდგენისაც კი მეშინია, თუ რა მასშტაბები შეიძლება მიიღოს ამ ყველაფერმა... სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო მიიღო ვირუსმა ასეთი მასშტაბები იტალიაში! „

„კარანტინის ერთი დღე დაარღვიეს, მაშინ, თუ ასეა, არჩევნებიც უნდა გადაგვედო, ვინ იცის, ჯერ 14 დღე არ გასულა, იმედია, გადავრჩით ამჯერად“.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსისგან, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად, 28 მარტიდან საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. გარდა ამისა, სოხუმმა დღეიდან ფსოუზე საზღვარი ჩაკეტა. შეზღუდვები 20 აპრილამდე წესდება.

ფოტო - ნეტგაზეთი


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
სტატია
დღის სიახლეები
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
11 / ივნისი 2026
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
10 / ივნისი 2026
ფინანსური მონაცემების დაცვა კომპანიის სტაბილურობის მთავარი საწინდარია.
ოდაბადეშ კინოხონი
11 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.