ახალი ამბები
პირველი მეგრულენოვანი ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება, ზუგდიდში მალე გამოჩნდება
პირველი მეგრულენოვანი სამეცნიერო ხასიათის ჟურნალი „სქანი“ თბილისში უკვე იყიდება. გამოცემის დამფუძნებლის და მთავარი რედაქტორის გივი ქარჩავას თქმით, ჟურნალი  ზუგდიდში, პრესის ჯიხურებში მალე გამოჩნდება. პირველ ეტაპზე მისი ტირაჟი 800-მდე ეგზემპლარს შეადგენს  და ფასი 5 ლარს არ აღემატება.

ბეჭდური გამოცემის პირველ ნომერში შესული სტატიები ეხება სამეგრელოს ისტორიას, ფრინველთა მეგრულ ტერმინოლოგიას, გენდერის საკითხს, გალის რაიონში შეცვლილ ტოპონიმიკას და ა.შ. ჟურნალში ასევე ნახავთ თარგმანებს, ლექსებს და პროზას. ამასთან, სპეციალურად ამ ნომრისთვის მწერალმა პაატა შამუგიამ ბავშვობის სიყვარულზე ნაწარმოები -„ჸოროფა არწო ართი ვა რე“ შექმნა. ჟურნალის გარეკანზე სიმბოლურად კოლხური ყოჩივარდაა გამოსახული, რომელიც გაზაფხულის მახარობელია და თოვლშიც ყვავილობს.

„ამ ეტაპზე ზუგდიდთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები წიგნის მაღაზიებთან და პრესის ჯიხურებთან. ხობში, ჩხოროწყუსა და მარტვილში შეთანხმება მიღწეულია. რაც შეეხება სამეგრელოს სხვა ქალაქებს, ვეცდებით ჟურნალი აქაც მალე გამოჩნდეს“, - თქვა გივი ქარჩავამ.

გამოცემის დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ჟურნალის შექმნის მიზანი მეგრული ენის გადარჩენა და პოპულარიზაციაა.  

რა მიზნით შეიქმა ჟურნალი ,,სქანი’’  და სხვა დეტალებზე, რამდენიმე დღის წინ  დილის გადაცემაში ჟურნალის რედაქტორმა გივი ქარჩავამ ისაუბრა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
19 / აპრილი 2024
2023 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ცხელი ხაზი 374-ჯერ გააქტიურდა. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ.
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 18 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 13 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.