ახალი ამბები
TI: ფოთის დევნილთა დასახლებაში ხმაურისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებას მოითხოვენ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლების ტერიტორიაზე არსებული მძიმე ეკოლოგიური სიტუაციის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. როგორც ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დევნილები ხმაურისა და დაბინძურების პრობლემის მოგვარებას წლებია მოითხოვენ.

კვლევაში განმარტებულია, რომ ხმაურისა და მტვრის გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა საწარმოს საქმიანობაა. მათ შორისაა ფოთის მერთან, გოჩა კურდღელიასთან და “ქართული ოცნებიდან” ფოთის საკრებულოს წევრ აპალონ ბჟალავასთან დაკავშირებული კომპანიები. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი გარემო არ არის უსაფრთხო, რასაც როგორც ფოთის მერიის, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია ადასტურებს. ამავდროულად, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ იკვეთება ინტერესთა კონფლიქტი ფოთის მერსა და არსებულ პრობლემებს შორის, რაც შესაძლოა, საკითხის გადაჭრის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რეკომენდაციაა ფოთში, რამდენიმე ადგილას, მათ შორის სამეწარმეო ზონაში,დამონტაჟდეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური. გარდა ამისა, ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ასევე სხვა შესაბამისმა უწყებებმა დეტალურად უნდა შეისწავლონ ყველა საწარმოს საქმიანობა და დაადგინონ, კონკრეტულად რა ღონისძიებებია საჭირო გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და ხმაურის შესამცირებლად.

"ზემოთ მოყვანილ გარემოებათა გამო, უნდა დაკმაყოფილდეს ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილთა მოთხოვნები და გამოეყოს მათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართები", - ნათქვამია კვლევაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.