რეგიონი
საია პროკურატურას ფოთში მცხოვრები პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისკენ მოუწოდებს
8 ივლისს, ღამის 11 სააათზე ფოთში მცხოვრებ თამაზ გრატიაშვილს, რომელმაც პოლიციის თანამშრომლები მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ამხილა, საცხოვრებელ სახლთან 2 უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, თავდასხმას თამაზ გრატიაშვილი მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს, რადგან, მისი მტკიცებით, აღნიშნულმა პირებმა თავდასხმის დროს თამაზ გრატიაშვილს უთხრეს, რომ ეს გაფრთხილება იყო. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიყენებული დაზიანებების შედეგად თამაზ გრატიაშვილს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

„აღსანიშნავია, რომ საია-მ თამაზ გრატიაშვილის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით პროკურატურას 4 ივლისს მიმართა. თუმცა, ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის ზიანის მიყენების აშკარა საფრთხის მიუხედავად, პროკურატურამ შესაბამისი ღონისძიებები არ გაატარა, რამაც მძიმე შედეგები გამოიწვია. ვინაიდან თამაზ გრატიაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ისევ საფრთხეშია, საია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენება“, - აცხადებენ საია-ში.


თამაზ გრატიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებს 2020 წლის 9 ივნისს მასზე განხორციელებულ ძალადობაში ამხელს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო. საიას განცხადების თანახმად, გამოძიების დაწყების შემდგომ, თამაზ გრატიაშვილმა ორგანიზაციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მის მიმართ ხორციელდებოდა ზეწოლა და მისგან მომხდარ ფაქტზე გაჩუმებას მოითხოვდნენ.

„კერძოდ, 2020 წლის 21 ივნისს, ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მისთვის უცნობი პირი, რომელმაც 10 000 ლარის სანაცვლოდ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივრის გამოტანა მოსთხოვა. ხოლო 3 ივლისს, ფეხით გადაადგილებისას ავტომანქანამ გზა გადაუჭრა. საჭესთან მჯდომმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ლიკვიდაციით დაემუქრა. მომხდარ ფაქტებზე საია-მ დაუყოვნებლივ მიაწოდა ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დასაქმის დროული და სრულყოფილი გამოიძება მოითხოვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ფაქტებს აქვთ პირდაპირი კავშირი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიებას ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. შესაბამისად, არსებობს საფრთხე, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდეს და ხელი შეეშალოს საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

საია გენპროკურატურას მოუწოდებს თამაზ გრატიაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად დაუყოვნებლივ გამოიყენოს დაცვის სპეციალური ღონისძიებები, ამასთან, შესაძლო ზეწოლის, ასევე, განხორციელებული თავდასხმის ფაქტი გამოსაძიებლად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დაუქვემდებაროს. გარდა ამისა, ორგანიზაცია მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომ ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება სამართალდამცავი პირების ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის სათანადო ზომების დაკისრების მიზნით.

Print Email
FaceBook Twitter
რ ე კ ლ ა მ ა
სოფელ მუხურში, ლეთოლორდეს უბანში, 3 კილომეტრის მანძილზე ასფალტო-ბეტონის საფარით საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" წარმომადგენლებმა ჯანაშიას ქუჩაზე, ყოფილი სკოლის შენობაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მის პირველ მოადგილესთან გიგა ფარულავასთან ერთად, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
კორონავირუსი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 225 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 404 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში 259 პირის ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.
საზოგადოება
ზუგდიდში, თედო სახოკიას ქუჩის გადაკვეთიდან სოფელ ინგირის მიმართულებით არსებულ მონაკვეთს საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელი მიენიჭა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შშმ პირებისათვის, მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის და ბლოგერებისთვის "შშმ პირთა ისტორიების კონკურსი" გამოაცხადა.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო ფერმერები საარსებო წყაროს დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგნენ. სავაჭრო ობიექტების დახურვის შემდეგ ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაცია ვერ მოახერხეს.
დღის სიახლეები
06 / აგვისტო 2020
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარში 40 წლის მამაკაცი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
06 / აგვისტო 2020
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა, რომელიც მარტის ბოლოს შეწყდა, 7 აგვისტოდან აღდგება. ამის შესახებ "აფსადგილ ინფო" წერს "აფხაზეთის რკინიგზის" გენერალური დირექტორის იგორ მარღანიას
06 / აგვისტო 2020
{{ARTICLEIMAGE}}გადაცემის თემა - ახალგაზრდები და მოტივაცია.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 21 °C
img
სოხუმი 21 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 10 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.