ახალი ამბები
DRI: გალის რაიონში მოსახლეობის ნაწილი დევნილთა შემწეობას ვეღარ იღებს
„დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის“ ცნობით, გალის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, რომელიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებდა დევნილთა შემწეობას, პანდემიის პირობებში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო დახმარების მიღებას ვეღარ ახერხებს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ხელისუფლებას მოუწოდებს გამოიყენოს, როგორც საკუთარი რესურსი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება და მათი ჩართულობით მოხერხდეს დევნილებისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და მედიკამენტების მიწოდება.

„არსებული პრაქტიკის მიხედვით, დევნილთა შემწეობის დარიცხვა ხდება ლიბერთი ბანკის სოციალურ ბარათზე, რომელიც 6 წლის ვადით გაიცემა თუმცა პინ კოდის ვადად განსაზღვრულია 1 წელი. COVID-19 გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური ტიპის ძირითად ბარათებზე პინ კოდის მოქმედების ვადა 2020 წლის 1 ივლისამდე გახანგრძლივდა. 1 ივლისის შემდეგ, პლასტიკურ ბარათზე პინ კოდის განახლების მიზნით, მოქალაქეებს ბანკში გამოცხადება მოუწევთ.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ოკუპირებულ გალში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის დღემდე გამოსავალს წარმოადგენდა პლასტიკური ბარათის იმ პირებისთვის გადაცემა, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას და მათ სახელზე გაცემული შემწეობის ბანკომატის მეშვეობით მიღებას ახერხებდნენ. პანდემიის პერიოდში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გადაადგილების კუთხით დაწესებული შეზღუდვების გამო, გალის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დახმარების მიღება ვერც ამ გზით მოახერხა. შესაბამისად, ბოლო პერიოდში ბარათების დიდი პერიოდით გამოუყენებლობამ გამოიწვია პლასტიკური ბარათების დაბლოკვა, რის გამოც გალში მყოფ მოსახლეობას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად, საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად მდინარე ენგური გადმოცურვაც კი უწევს. ამის გამო გახშირდა საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტები.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, 7 ივლისს, ე.წ. საზღვრის კვეთის მცდელობისას, რუსმა მესაზღვრეება საქართველოს მოქალაქე დაჭრეს, რომელიც მოგვიანებით, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე, 9 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა ენგურის გადაცურვის მცდელობის გამო დაახლოებით 30 მოქალაქე დააკავეს. „საზღვრის უკანონო კვეთის“ გამო, თითოეულ მათგანს ადმინისტრაციული ჯარიმის სახით 3,000-დან 20,000-მდე რუბლის გადახდა ემუქრება.

საზღვრის ჩაკეტვამ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემებიც გამოიწვია. ერთი მხრივ, გალში მცხოვრებლები ვერ ახერხებენ საარსებო მინიმუმის მიღებას, ხოლო მეორე მხრივ, ვერც არსებული რესურსით ყიდულობენ საკვებ პროდუქტს, მედიკამენტებს და სხვა პირველადი საჭიროების ნივთებს, რადგან გალის რაიონში პროდუქტის მომარაგება სწორედ ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ხდებოდა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის მოსაზრებით, ხელისუფლებას ამ დრომდე შეეძლო ეშუამდგომლა ბანკთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი პირებისთვის გახანგრძლივებულიყო დევნილთა შემწეობის მიღებისთვის აუცილებელი პლასტიკური ბარათების პინ კოდის მოქმედების ვადა“ , - ვკითხულობთ DRI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფხაზური მხარის გადაწყვეტილებით, პანდემიის გამო ენგურის ხიდი14 მარტს ჩაკეტა. ამის შემდეგ, ცალმხრივად გზა სამჯერ 3-5 დღით გაიხსნა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
26 / აპრილი 2024
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ ზუგდიდში "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საკონსტიტუციო განხილვისას სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ მისთვის როგორც
26 / აპრილი 2024
ზუგდიდის საკრებულოს "ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატმა თაზო ფაცაციამ ანტი-ლგბტ კანონპროექტის განხილვაზე თქვა, რომ აუცილებელია "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონის
26 / აპრილი 2024
ზუგდიდში "ქართული ოცნების" მიერ ლგბტ პროპაგანდის კანონპროექტის განხილვისას აქტივისტის ცაბუნია ვართაგავას მიერ დასმულმა შეკითხვამ და კომენტარმა იქ შეკრებილ საზოგადოებაში ხმაური გამოიწვია. მათ ვართაგავას მიმართა
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 16 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.