პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: დარწმუნებული ვარ, ზუგდიდში მოვიპოვებთ გამარჯვებას
„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი გამარჯვებაში დარწმუნებულია. ამის შესახებ ჩიქოვანმა ჟურნალისტებს წარდგენის შემდეგ განუცხადა. ჩიქოვანი დასძენს, რომ მმართველი პარტიის ბრძოლა სამართლიანი და თანმიმდევრული იქნება.


„დარწმუნებული ვარ, ზუგდიდში ჩვენ მოვიპოვებთ გამარჯვებას. მჯერა, ზუგდიდელების მხარდაჭერის და მჯერა ზუგდიდში ნამდვილად არის ის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მიმართ, რომლის შედეგადაც ჩვენ ქვეყანას კიდევ უფრო განვავითარებთ, კიდევ უფრო დემოკრატიულს გავხდით და ეკონომიკურად კიდევ უფრო გაძლირებული იქნება. „ქართული ოცნების“ წარმატება არის საქართველოს წარმატება, როგორც ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველმყოფელი ძალის. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება კონკურენტი და რამდენი იქნება, ეს არის დემოკრატიული პროცესი და გუნდი, რომელიც ზუგდიდშია და მხარდაჭერა, რომელსაც მე ჩემი თანაქალაქელების მხრიდან ვგრძნობ, მაძლევს ასე საუბრის საფუძველს. ნამდვილად წარმატებით დავასრულებთ ამ ბრძოლას,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გარდა ამის, ჩიქოვანმა ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და თქვა, რომ მას "ქართული ოცნების" ხელისუფლება ააშენებს.

"არა მხოლოდ ზუგდიდისთვის, მთლიანად საქართველოსთვის, ანაკლიის პორტს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი და ეს როლი ჩვენ და "ქართული ოცნების" ხელისუფლებასაც კარგად ესმის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალიან ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია. მინდა გითხრათ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა, ანაკლიის პორტს "ქართული ოცნების" ხელისუფლება ნამდვილად ააშენებს, ნამდვილად იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტი", - დასძინა ჩიქოვანმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში სამეგრელოს რეგიონის სამ ოლქში მაჟორიტარობისთვის ალექსანდრე მოწერელია, ირაკლი ხახუბია და ირაკლი ჩიქოვანი იბრძოლებენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
07 / მაისი 2024
„უცხო აგენტების“ შესახებ კანონის წინააღმდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე პროტესტს სოხუმში ისევ ეხმიანებიან.
07 / მაისი 2024
სვანეთში მესამე დაკარგული მოზარდის საბა გვარმიანის ცხედარი იპოვეს.
07 / მაისი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა, თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა. გათავისუფლების მიზეზი არ სახელდება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ტუჟბა შესარულებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
ფოთი 13 °C
img
მესტია 2 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.