რეგიონი
შსს-ს მინისტრის მოადგილეები ილია ფილფანის მშობლებს შეხვდნენ
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და ვლადიმერ ბორცვაძე სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში გაუჩინარებული მოზარდის, ილია ფილფანის მშობლებს შეხვდნენ.

მინისტრის მოადგილეებმა გაუჩინარებული მოზარდის მშობლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

საძიებო სამუშაოების მიმდინარეობისას მაშველების მიერ დათვალიერებულია: სოფელ ქაშვეთის ტერიტორია, მდინარე მესტიაჭალის ნაპირები და ე.წ მაშრიჭალას ტყის მიმდებარე ტერიტორიები, სოფელ ბეჩოდან ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით, მდინარე ენგურის ნაპირები, ფერდობები და ხევები, სოფელ ხოკოს მიმდებარედ არსებული უმოქმედო, ძველი გვირაბები, სოფელ ლატალის, ლენჯერის, ლახამურასა და ჯორკვალის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდობები და ხევები.

მაშველების მიერ ასევე დათვალიერებულია სოფლები: სოლი, კაერი, ლემსია, ქაშვეთი, ლაშთღვერი, ნესგუნი, ქურელი, ფარი, ზემო და ქვემო ლუხა, ლახამულა , ნოდაში , მაგარდი , ლეზგარა , სვიფი, ღვებალდი და იქ არსებული მიტოვებული სახლები და კოშკები, ასევე სოფელ ლენჯერის N 1და N2 საჯარო სკოლა და საბავშვო ბაღი, მესტიის, ლატალის და ლემსიის მთა, უბანი მეგვირი, სოფელ ლაღამიდან სოფელ ლანჩვალამდე, ლანჩვალიდან სოკოს უბნამდე და ლატალიდან ბეჩოს მიმართულებით არსებული ტერიტორია.

მაშველებმა განახორციელეს სოფელ ხაიშიდან ზუგდიდის მიმართულებით საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიების, ჭუბერის მიმდებარედ წყალსაცავიდან მდინარე ენგურის გაყოლებაზე ნაპირების და მესტიის საბაგიროს მიმდებარედ ტყის მასივის მონიტორინგი. ასევე მოხდა „ენგურჰესის“ წყალსაცავის ზედაპირული დათვალიერება. მაშველებმა დაათვალიერეს სოფელ ეცერში შავი ღელეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარის ნაპირები, მესტიის მთავარანგელოზის ეკლესიიდან სოფელ ლენჯერამდე ტყის ფერდობები და სოფელ ჰებუთის და ჰაწვალის მთაზე ტყის მასივი, ასევე ამ ლოკაციების მიმდებარე ტერიტორიები მდინარის ნაპირებამდე და ალპურ ზონებამდე. ასევე შემოწმებულია მთებში, საძოვრებზე არსებული სადგომები, მიტოვებული სახლები და გვირაბები. საძიებო სამუშაოები მდინარე ენგურსა და ენგურჰესზეც მიმდინარეობს, - წერია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარალელურად, მაშველების მიერ სრულად არის დათვალიერებული მესტიიდან ზუგდიდამდე არსებული ცენტრალური მაგისტრალის 136 კილომეტრიანი მონაკვეთი.

მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონულ სამმართველოში შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანანონო აღკვეთას გულისხმობს. ყველა ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვნის გაუჩინარებას ან მის შესაძლო ადგილსამყოფელს უკავშირდება, სამართალდამცველების მიერ მოწმდება.

ილია ფილფანის საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 80 მეხანძრე - მაშველი, პოლიციის დანაყოფები, დრონები, კატერი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საძიებო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სვანეთში, ასევე შავი ზღვის სანაპირო ზოლზე. 

ილია ფილფანის ფოტოსურათი დაგზავნილია საქართველოს მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფში.

13 წლის ილია ფილფანი სახლიდან ველოსიპედით 18 ივლისს დილის საათებში გავიდა და მას შემდეგ ის არავინ უნახავს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2025
სამეგრელოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული ცერემონიალის შესრულებას. მიცვალებულზე ზრუნვას სათანადო მოვლით და გამოწყობით იწყებდნენ.ამ პროცესს ერქვა რწკინუა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,ყველა იმ რიტუალზე და პროცესზე რომელიც აუცილებელობას წარმოადგენდა გარდაცვალებიდან დაკრძალვამდე.ასევე ხაზგასმითაა ღნიშნული ,,ნიშანიშ" რიტუალი .მიცვალებულის მოსაგონებლად მის ტანსაცმელს 40 დღეს გააჩერებდნენ.ძველი მეგრული რწმენის თანახმად,მიცვალებულის სული ამ ვადის მერე ტოვებდა ოჯახს.
19 / ივნისი 2025
მაუწყებლობის კანონში შეტანილი ცვლილებების გამო, რადიო „ათინათს“ აღარ შეუძლია საერთაშორისო გრანტების მიღება.
13 / ივნისი 2025
სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები საშინაო ჩაცმულობისგან, ასხვავებდნენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, რომელსაც უწოდებდნენ ,,სადიარო"/ ,,სასუმარო"" მუკაქუნალს.საგარეო ჩაცმულობის ელემენტებზე,საუკეთესო სანაჭრე მასალა იხარჯებოდა და შესამკობადაც მრავალი საშუალება იძებნებოდა.ამიტომაც სამეგრელოში საგარეო სამოსს ,,სამედიდუროს" უწოდებდნენ.დღევანდელ გადაცემაში დეტალურადაა აღწერილი როგორი იყო ქალის სამოსი XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისში.
ოდაბადეშ კინოხონი
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.