ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, 20 წლამდე გოგო ცოტნე დადიანის ხიდიდან გადავარდა.    
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, პროცესში  15-მდე მაშველი, მათ შორის, 2 მყვინთავია ჩართული. ასევე, ახდენენ ფსკერის სკანირებას.
შს სამინისტრომ მომხდარზე საქმე 115-ე მუხლით აღძრა,  რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები