ახალი ამბები
„ევროპული საქართველო“: ზუგდიდის საოლქო „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამატებით შტაბად გადაიქცა
„ევროპული საქართველო“ ზუგდიდის საოლქო კომისიას საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებად მმართველ პარტიასთან დაახლოებული პირების დანიშვნაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები #67-ე საოლქო კომისიას „ქართული ოცნების“ კანდიდატის დამატებით საარჩევნო შტაბად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ უბნებში კომისიის წევრებად, ძირითადად, სკოლის დირექტორები და თვითმმართველი ორგანოების თანამშრომლები არიან არჩეულები.

„ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის ნეიტრალურ წევრებად აირჩია პიროვნებები, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არიან დაკავშირებულები , ასევე ზუგდიდის მერიის თანამშრომლები, საკრებულოს თანამშრომლები, მერიის ააიპ-ების, თანამშრომლები, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები. ეს პირები არიან მონურ მორჩილებაში და უპირობოდ შეასრულებენ დავალებას, რომელსაც მისცემს „ქართული ოცნება“. სამწუხაროა, რომ ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისია გადაქცეულია მმართველი პარტიის კანდიდატის დამატებით შტაბად“, - თქვა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ბესიკ დონაძემ.

#67 საოლქო კომისიაში ამბობენ, რომ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების არჩევა გამჭვირვალე იყო და პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

„სკოლის დირექტორები, საბავშვო ბაღის მასწავლებლები იღებდნენ კონკურსში მონაწილეობას. 107 უბანზე, 642 ადგილზე გამოვაცხადეთ კონკურსი. 693 აპლიკანტიდან კონკურსში მონაწილეობა მიიღო 655 კონკურსანტმა. ვინაიდან ახალი საკანონმდებლო რეგულაციებით, ბოლო არჩევნებიდან და ჩვენთვის ეს გახლდათ 2019 წლის მერის რიგგარეშე არჩევნები, ვინც იყო პარტიიდან დანიშნული კომისიიის წევრი ავტომატურად ვარდებოდა, კონკურსში არ იღებდა მონაწილეობას. ეს იყო ერთ-ერთი შეზღუდვა ახალი საკანონმდებლო რეგულაციების საფუძველზე. მოგეხსენებათ, რომ ეს არის კოლეგიური ორგანო და საოლქო საარჩევნო კომისია იღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული კონკურსანტი უნდა იყოს თუ არა არჩეული“, - ამბობს საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი.

საოლქოში ამბობენ, რომ საუბნო კომისიის წევრები  ცესკოს რეკომენდაციებისა და მათი გამოცდილების მიხედვით აირჩიეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.