ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
გაუარესებული ეპიდვითარება და ახალი შეზღუდვები აფხაზეთში
კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, სოხუმში 15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება. იკრძალება მასობრივი, სპორტული, გასართობი, საგამოფენო ღონისძიებების ჩატარება. გარდა ამისა, არ იმუშავებენ თეატრები, ბიბლიოთეკები, კულტურული ცენტრები, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები. ასევე აკრძალულია მასაჟის და სპა სალონების ფუნქციონირება. ამ პერიოდში დაიხურება სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებები: საბავშვო წრეები, სპორტული, ქორეოგრაფიული, სარეპეტიციო დარბაზები. 

სოხუმის ღია ინსტიტუტში სწავლა აუდიტორიებში, კორონავირუსისგან დაცვის ყველა ზომის გათვალისწინებით გაგრძელდება. სასწავლო დაწესებულება კარანტინზე გადასვლას არ გეგმავს. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რა რეჟიმში გაგრძელდება სწავლა.

შეზღუდვების თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა დროებით უნდა გაათავისუფლონ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისგან 60 წელს ზემოთ ასაკის, ასევე ის თანამშრომლები, რომელთაც სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ, ხელფასის სრული ოდენობის შენარჩუნებით. ეს წესები ვრცელდება კომერციულ ორგანიზაციებზეც.

არსებული ეპიდივითარებიდან გამომდინარე, აფხაზეთის პარლამენტი გამოდის წინდადებებით, რომ ამ პერიოდში გადავადდეს გადასახადების, ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების წარდგენა. ასევე მოიხსნას აკრძალვა პლასტიკური ბარათების გამოყენებაზე. (აგვისტოდან რუსული და აფხაზური პენსიების მიმღებთათვის გაუქმდა საბარათე სისტემა და მათზე თანხა მხოლოდ ბანკის სალაროდან გაიცემა). დეპუტატი ალხაზ ჯინჯოლია თვლის, რომ აუცილებელია მოსახლეობამ ისევ საპენსიო ბარათებით ისარგებლოს, რაც პანდემიის პირობებში, უფრო მიზანშეწონილი იქნება.

აღნიშნული წინადადებები დეპუტატებმა გუდაუთის საავადმყოფოს კოვიდმიმღები ცენტრის დათვალიერების შემდეგ შეიმუშავეს, სადაც ისინი ადგილზე გაეცნენ სიტუაციას.

"ჩვენ ადგილზე გავეცანით სიტუაციას. გასაგებია, რომ პალატებში არ შევსულვართ, თუმცა, გაიმართა შეხვედრა ჰოსპიტალის ხელმძღვანელობასთან, ექიმებთან... მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია პრობლემების შესახებ. სამედიცინო ნაწილზე უშუალოდ სპეციალისტებმა ისაუბრეს, რომლებიც ახლა ბრძოლის წინა ხაზზე არიან", - თქვა ჯინჯოლიამ. რეგულაციები დაწესდა საზოგადობრივი ტრანსპორტისთვისაც: ავტობუსების და მიკროავტობუსების სალონებში ადგილების მხოლოდ 50% უნდა შეივსოს. მგზავრებსა და მძღოლებს უნდა ეკეთოთ ნიღბები და გამოიყენონ საინტაიზერები. თუმცა, ეს, მხოლოდ რეკომენდაციებია და მათი შეუსრულებლობა სანქციებს არ ითვალისწინებს.

სოხუმის "გაის" (სახელმწიფო ავტოინსპექციის) უფროსის ბატალ აგრბას თქმით, არსებობს რეგლამენტი, მაგრამ, მძღოლები ხშირ შემთხვევაში, არღვევენ მას, ხოლო მგზავრები კი უგულისყუროდ ეკიდებიან ამ რეკომენდაციებს. "ჩვენი მიზანია, მოსახლეობამდე მივიტანოთ და ავუხსნათ ყველას , რომ მოქალაქეებმა უნდა ატარონ პირბადეები, ასევე ხელთათმანები ან იქონიონ სანიტაიზერები, განსაკუთრებით, ავტობუსის, ტროლეიბუსის და სამარშრუტო ტაქსის მძღოლებმა", - აღნიშნა მან.

ყველაზე რთული სიტუაცია გაგრის რაიონშია, სადაც საკურორტო სეზონი გრძელდება, მთავარი სანიტარული ექიმის გენადი ზვანბაიას თქმით, აქ ყველაზე ხშირი კონტაქტი აქვს მოსახლეობას დამსვენებლებთან, შესაბამისად, ინფიცირების რისკიც უფრო მაღალია. ამასთან ერთად, ადგილობრივები, ხშირ შემთხვევაში მალავენ შეუძლოდ ყოფნის ფაქტებს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე თითქმის არ რეკავენ. "რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა გაიტესტოს, შემთხვევების გამოსავლენად. არ არის აუცილებელი, რომ სიცხემ აიწიოს 37.5-მდე, დაავადება უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. ადამიანს თუ უნდა, გადაიხდის და გაიტესტება. მეტწილად მალავენ, როდესაც უკვე სუნთქვის უკმარისობა ჩნდება და ადამიანის მდგომარეობა უარესდება, აი, მაშინ მოგვმართავენ. ძალიან ბევრი მალავს, თვითმკურნალობას მიმართავს, ისინი შედიან ინტერნეტში, იქ აღწერილია, რა მედიკამენტები რა ანტიბიოტიკები უნდა მიიღონ და ცდილობენ ინდივიდუალური მკურნალობა ჩაიტარონ", - ამბობს სპეციალისტი.

ბოლო მონაცემებით აფხაზეთში კორონავირუსის 2 500 - ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 1100 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 23 პაციენტი გარდაიცვალა. გუდაუთის კოვიდ- ჰოსპიტალში, ამ ეტაპზე, 168 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 147- ს ვირუსი დაუდასტურდა, 18 მძიმე მდგომარეობაშია.


მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 17 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.