ТОЧКИ СОПРИКОСНОВЕНИЯ
Covid-19: მობილური ჰოსპიტალი აფხაზი მედიკოსების და მოსახლეობის დასახმარებლად

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებით, აფხაზეთში Covid19-ით ინფიცირების შემთხვევებმა 3100-ს გადააჭარბა.

დაავადებამ 32-ე პაციენტის სიცოცხლეც შეიწირა. არსებული ეპიდვითარების გამო, ხელისუფლება იძულებული იყო, რომ ახალი საწოლების მობილიზებაზე ეზრუნა. 19 ოქტომბერს სოხუმში სტავროპოლიდან სამხედრო მობილური ჰოსპიტალი ჩავიდა, რომელიც აფხაზ მედიკოსებს კორონავირუსთან ბრძოლაში გაუწევს დახმარებას. სამხედრო ჰოსპიტალის უფროსის აბდულ მაგომედოვის განცხადებით, ისინი 150-მდე პაციენტის მიღებას შეძლებენ.

 

"მობილური ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით, პირად შემადგენლობას გავლილი აქვს შესაბამისი წვრთნები და არა ერთხელ გაუწევია დახმარება მოსახლეობისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში", - აღნიშნა მაგომედოვმა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალი სოხუმში სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზეა განთავსებული და პირველი პაციენტის მიღებას 20 ოქტომბერს შეძლებს.  

ჯანდაცვის მინისტრის თამაზ ცახნაკიას განმარტებით, ჰოსპიტალში 12 საწოლი რეანიმაციული იქნება, ხოლო 25 ჟანგბადის მიწოდების აპარატით აღჭურვილი. მინისტრმა აღნიშნა, რომ გუდაუთის საავადმყოფოში ამ ეტაპზე 176 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 23 მძიმე მდგომარეობაშია. "დღეს პრემიერთან გვქონდა სამუშაო თათბირი, სადაც შექმნილია საკოორდინაციო ჯგუფი, რომ მკაფიოდ განვსაზღვროთ ჩვენი პაციენტების მარშრუტიზაცია. ასევე გამოყოფილია პასუხისმგებელი პირები, ტელეფონები, რომლებზეც ადამიანებს შეუძლიათ დარეკვა, მათ შორის, ცხელი ხაზის მეშვეობით. შესაბამისად სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, რომ ექიმები მუდმივ ურთიერთქმედებაში იყვნენ მათთან", - განაცხადა ცახნაკიამ.

გუდაუთის საავადმყოფოში პაციენტების ნაკადის შესამცირებლად, ერთ - ერთი კერძო სასტუმროს ბაზაზე,  დღის ცენტრი შეიქმნა.

"შევქმენით დღის სტაციონარი, მათთვის, ვისაც მსუბუქი მიმდინარეობა აქვს და ან საშუალო სიმძიმის სიმპტომები ეწყება, ეს უკვე ამსუბუქებს ჩვენი კოვიდ ცენტრის მუშაობას, იქ ნაკადის შემცირებას ვახერხებთ, იქ ორ ცვლაში უწევთ მუშაობა", - ამბობს გუდაუთის საავადმყოფოს მთავარი ექიმის ინგა ჩანბა. მისი თქმით, მობილური ჰოსპიტალი შეამსუბუქებს მათი მუშაობის რეჟიმს, რადგან ის შეძლებს, პაციენტების მიღებას როგორც სოხუმიდან, ასევე რაიონებიდან.

მედიკოსების და მოსახლეობის დახმარების სურვილი ადგილობრივმა მეწარმეებმა და სასტუმროების მფლობელებმა გამოთქვეს. მათ უფასოდ განათავსეს გუდაუთაში აფხაზი მედიკოსები დასახმარებლად ჩასული ბრიგადები.   

გაგრის რაიონის ხელმძღვანელის ბაგრატ ბოჯგუას თქმით, გუდაუთაში ბიზნესის წარმომადგენლებმა მათ დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინეს.  "დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ესენი არიან: გენა კვარაცხელია, რომელმაც უფასოდ გადმოგვცა თავისი სასტუმრო, ასევე ალიას სიჭინავას, რომლმაც 15 ნომერი დაგვითმო, ასევე წვიჟბა ბაგრატმა, ბადრი ხაგბამ, რომელმაც კოვიდ პანდემიის დაწყებისთანავე გადმოგვცა თავისი სასტუმრო ექიმების განსათავსებლად, ახლა კიდევ სხვა მეწარმეები დაგვემატა", - თქვა ბოჯგუამ,

ამ ეტაპზე, კოვიდ პაციენტების რაოდენობის მატებასთან ერთად, პრობლემად რჩება უმცროსი მედპერსონალის და მოხალისეები დეფიციტი. ჯანდაცვის სამინისტრო პერიოდულად მოუწოდებს მოხალისეებს და აფხაზეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მედიკოსებს, დახმარება გაუწიონ თანამემამულეებს კორონავირუსთან ბრძოლაში.

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრ ზრდასთან დაკავშირებით, აფხაზეთში  15 ოქტომბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, დამატებითი შეზღუდვები მოქმედებს. ახალი რეგულაციების თანახმად, აფხაზეთში აკრძალულია მასობრივი, სპორტული, გასართობი, საგამოფენო ღონისძიებების ჩატარება. ასევე, აკრძალულია, თეატრების, ბიბლიოთეკების, კულტურული ცენტრების, კულტურის სახლების, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზების ფუნქციონირება.ასევე, არ იმუშავებენ სკოლამდელი სააღმზრდელო და საგანმანათლებლო. სავალდებულოა  ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება დაწესებულებებსა და სავაჭრო ობიექტებში. მოქალაქეებმა საზოგადობრივი თავშეყრის ადგილებში უნდა ატარონ პირბადეები, ხშირად დაიმუშავონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით და დაიცვან დისტანცია.

მასალა მომზადებულია გადაცემა "Точки соприкосновения" - ს მიხედვით, რომელიც გადის რადიო "ათინათის" ეთერში. პროექტი ხორციელდება აფხაზ პარტნიორებთან თანამშრომლობით. მასალა შესაძლოა შეიცავდეს ტერმინებს, რომლებსაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იყენებენ.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 19 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.