ახალი ამბები
ენმ-გაერთიანებული ოპოზიცია: ზუგდიდში „კარუსელებისთვის“ ემზადებიან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა- გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ მმართველი პარტია არჩევნების გასაყალბებლად ემზადება.

შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ინფორმაციით, გარკვეულ უბნებზე იგეგმება ე.წ. კარუსელების დატრიალება.

"კაზინო "ვეგასის" თანამშრომლებს "ქართული ოცნების" შტაბისგან აქვთ დავალება, რომ განახორციელონ კარუსელები. ამ ადამიანებს ხელმძღვანელობს „ვეგასი“ ხელმძღვანელი და "ქართული ოცნებიდან" გიორგი სალია. ამ ადამიანებს ხელზე ექნებათ სამკაულები, მაგალითად ბეჭედი, რომელიც იციან "ქართული ოცნების" წევრებმა. ეს ადამიანები მხოლოდ "ქართული ოცნების" კომისიის წევრებთან უნდა მივიდნენ, რათა არ მოხდეს მათი ამოცნობა. მათ დავალება აქვთ შევიდნენ კონკრეტულ უბნებზე, სადაც ყველაზე მეტად ელიან წაგებას. ესენია:  ახალსოფლის უბანი, კოლხიდა, ფაიფურის უბნები, მე-9 საარჩევნო უბანი, სოფელ ოდიშში 57-ე უბანი, 106-ე უბანი ჭითაწყარში და მე-6 უბანი“, - განმარტავს წითლიძე.

მისივე ინფორმაციით, მათ დამკვირვებლებს უბნებზე არ აძლევენ გადაღების უფლებას.

"თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა, რომელიც კარუსელის ამომცნობია. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი და იგივე უბანზე ორჯერ შესულ ადამიანს, პროგრამა ამოიცნობს", - აღნიშნა წითლიძემ.

ზუგდიდის #27 მაჟორიტარულ ოლქში ამბობენ, რომ უბნებზე ადამიანების სკანირება დაუშვებელია .

"მედიას აქვს კონკრეტული ადგილი გამოყოფილი უბნებზე და არ შეიძლება ადამიანების სკანირება და ანაბეჭდების აღება", - ამბობს საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი.

ინფორმაციისთვის, საოლქო კომისიაში ამბობენ, რომ ზუგდიდის ყველა უბანი დარღვევების გარეშე გაიხსნა და კენჭისყრა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში თუ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში პოზიციური პარტიის ბრალდებებზე კომენტარს გააკეთებენ, მმართველი პარტიის პოზიციას მოგვიანებით გაგაცნობთ.

 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.