ახალი ამბები
პროექტში “აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“ ცვლილებები შევიდა. მთავრობის გადაწყვეტილებით,  გახანგრძლივდება სახელმწიფო პროგრამის „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“ ვადა. ასევე, ცვლილების თანახმად, დაშვებული იქნება შერეული მიზნობრიობით გაცემული სესხების სუბსიდირებაც, რაც, როგორც სამინისტროში ამბობენ, მნიშვნელოვნად გაზრდის დაფინანსების მიმღებთა ოდენობას.

„ცვლილება შედის სახელმწიფო პროგრამაში „საკრედიტო საგარანტიო სქემა“ - იზრდება პროგრამის სამიზნე ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი. აღსანიშნავია, რომ პანდემიის ეკონომიკაზე გავლენის გათვალისწინებით, სამიზნე მიმართულებებს დაემატება ბიზნეს და სავაჭრო ღონისძიების, შეკრებების და კონფერენციების მიმართულებები, ასევე ყინულის წარმოება.

ასევე, საკრედიტო გარანტია უკვე შესაძლოა გაიცეს ისეთ ეკონომიკურ საქმიანობების ფარგლებში აღებულ სესხებზე, როგორებიცაა: ყურძნის მოყვანა, ტროპიკული და სუბტროპიკული ხილის მოყვანა, ციტრუსების მოყვანა, ზეთოვანი, თესლოვანი და კურკოვანი ხილის მოყვანა, კულტურების მოყვანა სასმელების წარმოებისათვის, სანელებლების, არომატული და ფარმაცევტული კულტურების და სხვა მრავალწლოვანი კულტურების მოყვანა.

პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მეწარმეთა ფინანსებზე ხელმისაწვდომობისთვის, ინდუსტრიულ ნაწილში აქამდე არსებულ მიმართულებებს ემატება კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები, ფიზიკური, ქიმიური და სხვა ანალიზური გამოცდების ჩატარება და ა.შ.“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.