სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პურსაცხობ "ვერსალში" აფეთქება მოხდა, რაც, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია.
შემთხვევა, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ჩაიმსხვრა საცხობის მინები.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულები.
მასალის გამოყენების პირობები