მეუფე გერასიმემ შობა სამედიცინო პერსონალს, პაციენტებსა და მეხანძრე-მაშველებს მიულოცა (ვიდეო)
15:09 / 08.01.2021
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად რუხის კლინიკასა და რეფერალურ ჰოსპიტალში მივიდა.
მან მედპერსონალსა და კოვიდინფიცირებულებს შობის დღესასწაული მიულოცა და მცირე საჩუქრები გადასცა. გარდა ამისა, მიტროპოლიტი "ევექსის" ჰოსპიტალის სამშობიარო განყოფილებაშიც იმყოფებოდა და იქ მყოფი მელოგინეები სიმბოლურად, ტკბილეულით დაასაჩუქრა. მეუფემ შობა მეხანძრე-მაშველებსაც მიულოცა და მათ მადლობა გადაუხადა.
ასევე, ის ენგურის ხიდთან მივიდა და ადმინისტრაციულ საზღვართან მყოფი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მოინახულა.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ზუგდიდში ე.წ აგენტების კანონთან დაკავშირებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, ასევე "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე, საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელთან ერთად,
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები