ახალი ამბები
აფხაზი ჩინოვნიკი: მე ვიმყოფებოდი საქართველოში და კიდევ წავალ ინვესტიციების მოსაზიდად
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე, ბენურ კვირაია, აცხადებს, რომ პასუხს აგებს ყველაფერზე, რასაც ამბობს და აკეთებს. ის ადასტურებს, რომ იმყოფებოდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, თუმცა, კერძო ვიზიტით, როგორც ბიზნესმენი და არა როგორც ასლან ბჟანიას თანაშემწე.

"მე ვხელმძღვანელობდი შპს "სქურჩას", ეს თავისუფალი ეკონომიკური ზონაა. საქართველოში პრეზიდენტის დავალებით არ ჩავსულვარ, მე 18 თებერვალს ვიყავი მასთან და ვთხოვე ნებართვა, მისი სახელით წავსულიყავი, თუმცა მან უარი განაცხადა და მითხრა, რომ სანამ თანაშემწე ვარ, საქართველოში ვერ წავალ. 19 თებერვალს მე ჩემი მოწმობა ჩავაბარე. მე ვიმყოფებოდი საქართველოში და კიდევ წავალ, ეს ჩემი კერძო ვიზიტი იყო, წავედი იქ, რათა მოვიზიდო უფრო მეტი ინვესტიცია ჩემი სამშობლოსთვის. მსურს, რომ ავაშენო პორტი, დიდი სასტუმროები, მინდა, ბევრი ფული ჩამოვიტანო აფხაზეთში, რათა ამ ქვეყანაში მცხოვრები ჩემი ხალხი არ იყოს გაღატაკებული, არამედ კარგად ცხოვრობდეს",- ასე გამოეხმაურა ბენურ კვირაია საქართველოში მისი ვიზიტის გარშემო ატეხილ სკანდალს ადგილობრივი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მანამდე "აფხაზეთის სახალხო მოძრაობამ" გაავრცელა განცხადება, რომ კვირაიას ვიზიტი "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიას დავალებით, "აფხაზეთის უშიშროების სამსახურთან" შეთანხმებით და ორი პირის თანხლებით, 25 თებერვალს შედგა.

ისინი ასევე აპროტესტებენ სოციალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც, მათი განცხადებით, ბენურ კვირაია ქართველი მეგობრის სადღეგრძელოს სვამს და ქართველ ხალხთან საერთო ისტორიასა და ძმობაზე საუბრობს, მაშინ, როდესაც ეს მეგობარი "აფხაზი ხალხის წინააღმდეგ იბრძოდა და აფხაზების მტერია".

"აფხაზეთის სახალხო მოძრაობის" წარმომადგენლები აცხადებენ, ბჟანიამ წითელი ხაზი გადაკვეთა, რაც ართმევს მორალურ უფლებას, ჰქონდეს "აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის 53-ე მუხლით გაწერილი უფლებამოსილება, განსაკუთრებით სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრის ნაწილში". ისინი თვლიან, ასლან ბჟანია "თანმიმდევრულად ცდილობს საზოგადოებრივ შეგნებაში დაამკვიდროს აზრი, რომ საქართველოსთან მრავალდონიანი დიალოგი ახალი გზაა და ამ იდეის პრაქტიკულად განხორციელებაც დაიწყო, მაშინ როცა ოფიციალური თბილისი აფხაზეთის მიმართ სულ უფრო აგრესიულ რიტორიკას იყენებს და ოკუპირებულ ტერიტორიას უწოდებს".


ბენურ კვირაია, აცხადებს, რომ ის არ არის არც ერთი პარტიის წევრი და არ არის ვალდებული თავისი ნაბიჯები რომელიმე პარტიას ან მოძრაობას შეუთანხმოს. მან განმარტა, რომ საქართველოში იმიტომ ჩავიდა, რომ იქ ამ დროს იმყოფებოდა მისი მეგობარი, რუსი ბიზნესმენი, რომელიც დროში იყო შეზღუდული.

"მე მინდა, რომ ჩვენი ხალხი აფხაზეთში უკეთესად ცხოვრობდეს, მინდა რომ ჩვენს სახლებში იყოს წესრიგი, რომ თქვენმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ, ხოლო მასწავლებლებმა - კარგი ხელფასი... ომი დავასრულეთ და დაბლოკილები ვართ მთელს მსოფლიოში, რუსეთის გარდა, ჩვენ არავისთან შეგვიძლია საუბარი. რუსი ბიზნესმენები, რომელთაც ევროპაში აქვთ ფული, აფხაზეთში თანხას არ ჩადებენ, იმიტომ, რომ სანქციის ქვეშ ექცევიან, ამიტომაც, მე შევახვედრე რუსი და ევროპელი ბიზნესმენები საქართველოში და ჩავედი მათთან მოსალაპარაკებლად...", - განცხადა კვირაიამ.

ბჟანიას ექს- მრჩეველმა , კრიტიკოსებს და მისი საქციელით აღშფოთებულ პარტიებსაც მიმართა კითხვით, თუ რატომ ატეხეს ხმაური და მის მიმართ ასეთი რიტორიკა გამოიყენეს.

" აქვთ რაიმე სოციალური პროგრამა, რომლითაც აპირებენ ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღებას, მუდმივად რუსეთის დოტაციაზე უნდა ვიმყოფებოდით? პირობას გაძლევთ, თუ ასეთი პროგრამა არსებობს, მე არასოდეს წავალ საქართველოში...", - განაცხადა ბენურ კვირაიამ.
2 მარტს, სოხუმის ცენტრში საზოგადოებრივი ორგანიზაცია "არუაას" ორგანიზებით აქცია გაიმართა, რომელზე 200 - მდე ადამიანი იმყოფებოდა, აქციის მონაწილეები აფხაზი ჩინოვნიკის საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიზე ვიზიტს აპროტესტებდნენ. ისინი მოითხოვდნენ, რომ "პარლამენტს" უახლოეს დროში განეხილა ეს საკითხი.

ამ მოვლენებთან დაკავშირებით, "პრეზიდენტის" ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ბენურ კვირაიამ 19 თებერვალს დატოვა თანამდებობა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს.
ქალაქ ზუგდიდში მოქმედი მულტიპროფილური დიაგნოსტიკური ცენტრი ჯან-მედი ერთი წლის გახდა.
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
დღის სიახლეები
04 / მაისი 2024
აღდგომას, 5 მაისს ზუგდიდში დღის განმავლობაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა კი 15 გრადუსია მოსალოდნელი.
04 / მაისი 2024
დღეს, 4 მაისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ მორიგი აქცია სახელწოდებით "არა რუსულ კანონს" 17:30 საათზე გაიმართება.
03 / მაისი 2024
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში უკვე 24 საათზე მეტია გრძელდება საძიებო სამუშაოები. მაშველები ადგილობრივებთან ერთად,
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 15 °C
img
სოხუმი 14 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 9 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.