ახალი ამბები
"ლელომ" აფხაზეთის საბჭოთა ოკუპაცია ენგურის ხიდთან გააპროტესტა
სოფელ რუხში, ენგურის ხიდთან პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” წარმომადგენლები, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან ერთად, შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. მათ აფხაზეთის საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საპროტესტო ტრანსპარანტები მიიტანეს. გარდა ამისა, აქციაზე სოფელ ფახულანისთვის “საზღვრისპირა” სოფლის სტატუსის მოხსნა და აქ მცხოვრებლებისთვის უფასო სწავლების გაუქმება გააპროტესტეს.

„ზუსტად ერთი საუკუნის წინ, დღევანდელ დღეს მოხდა სოხუმის დაცემა, აფხაზეთის საბჭოთა ოკუპაცია. ჩვენ ვაპროტესტებთ ოკუპაციას, ოკუპაციას რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს და შიგნიდანაც არის ხელშეწყობილი. ჩვენი ვალია ვიდგეთ დღეს აქ, სადაც რუსის ჯარი არ გვიშვებს მივიდეთ ჩვენს  ძმებთან და ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე, - აღნიშნა „ლელოს“ წარმომადგენელმა თამარ ბელქანიამ.
1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის საბჭოთა ხელისუფლებამ განახორციელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია. 23 თებერვალს დაეცა გაგრა, 4 მარტს კი სოხუმი. მე-9 არმია სოფელ რუხთან, ენგურის ხიდის მიმდებარედ 8 მარტს დაბანაკდა, თუმცა იმ დღეს ადიდებული მდინარის გამო ვერ მოახერხეს ზუგდიდში გადმოსვლა. 31-ე მსროლელმა დივიზიამ ზუგდიდი 9 მარტს დაიკავა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.