ახალი ამბები
ზუგდიდის ემიგრანტთა ბაღს, რომელიც ხანძარმა გაანადგურა, 1 000-მდე ნერგი გადაეცა
ზუგდიდში, სოფელ დავითიანში მდებარე ემიგრანტთა ბაღს, რომელიც ხანძარმა სრულად გაანადგურა, "საქართველოს ნერგებისგან" რამდენიმე ასეული ხე-მცენარე გადაეცა. "ფესვების" დამფუძნებელი, პოეტი ლია ნაროუშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივა კომპანიამ მისი სატელევიზიო ინტერვიუს ნახვის შემდეგ გამოიჩინა. 

"ხანძარმა ყველა ნერგი გადაწვა, რომელიც მოგეხსენებათ ემიგრანტებისა და ჩვენი მოქალაქეების მიერ იყო  გამოგზავნილი და დარგული. ხე-მცენარეებთან ერთად განადგურდა ყველანაირი ინფრასტრუქტურა, სარწყავი სისტემა, ღობე... ჩემთვის ეს იყო შოკი. "საქართველოს ნერგებმა", სანერგე მეურნეობამ უსასყიდლოდ გადმოგვცა 1 000-მდე ნერგი, საიდანაც ნახევარი დღეს ჩამოიტანეს. მათ ნახეს ჩემი ინტერვიუ, დამიკავშირდნენ, მითხრეს, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ჩვენი მეურნეობა კი ეცდება აქტიურად ჩაერთოს ბაღის აღდგენაში. დღევანდელმა დღემ მომცა სიცოცხლის გაგრძელების უფლება", - ამბობს ის.

ლია ნაროუშვილის ინფორმაციით, ხე-მცენარეების დარგვაში მას ზუგდიდის მერია დაეხმარა. ამასთან, საქველმოქმედო კამპანიაში ჩართულები იყვნენ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი "ცისკარი" და "ოდოია".

"მერიის სამსახურები ძალიან დაგვეხმარა იმაში, რომ ორმოები გავამზადეთ წინასწარ. 5 მეტრიანი დიდი ნერგებია, დეკორატიული ხეები და ხილი. სხვადასხვა სახეობის კარგი ნერგებია, ხეებია ფაქტობრივად, რამდენიმე მეტრის სიმაღლის. გვეხმარებოდა ანსამბლი "ცისკარი" და "ოდოია", მათ თვითონაც მოიტანეს ნერგები და მიიღეს მონაწილეობა დარგვის პროცესში ასევე, გვყავდა სტუმრად ემიგრანტები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ "ფესვები" ეს არის პატარა კაპილარი, რომელიც შეერთებულია არტერიას - დედამიწას, რომელიც ისედაც კატასტროფის წინაშე დგას, მწვანე საფარის განადგურების გამო და მინდა ადამიანებმა როგორღაც ამ სადინარში ერთი წვეთი, ერთი ნერგი რომ დარგონ, რათა ამ გულმა იმუშავოს და ადამიანებმა იდღეგრძელონ, ხანგრძლივად იყვნენ წუთისოფელში", - უთხრა რადიო "ათინათს" ლია ნაროუშვილმა.

"ფესვები" 2018 წელს დაფუძნდა. ემიგრანტთა ბაღში ხანძრამდე 5 000 ხე-მცენარე იყრიდა თავს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
დღის სიახლეები
10 / მაისი 2025
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გაცხადებით, საქართველოში 10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე ამინდი გაუარესდება.
10 / მაისი 2025
9 მაისს, სოხუმში სროლის შედეგად მოკლული, გავრცელებული ინფორმაციით, მანამდე იძებნებოდა, როგორც კრიმინალური ავტორიტეტის, ქემალ არძინბას მკვლელობის შესაძლო თანამონაწილე. Telegram-ის არხების თანახმად, მოგვიანებით ის ქალაქის ერთ - ერთი ლუდის ბარში ჩადენილ მკვლელობასთან დაკავშირებით დააკავეს.
09 / მაისი 2025
სოხუმში სროლა იყო, მოკლულია ერთი ადამიანი. ინფორმაციას მედია კლუბი „Аҧсны.иахьа“ ავრცელებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.