ახალი ამბები
ჭყონდიდის მიტროპოლიტი ჟურნალისტებზე და სასულიერო პირებზე: თუ ვინმეს არასწორად გაუკეთებია, ღმერთმა შეუნდოს და თვითონაც მოინანიოს 
ჭყონდიდის ეპარქიის ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, გასულ კვირაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მარტვილის ღვთისმშობლის ტაძარში პირველი საკვირაო წირვა აღავლინა. მღვდელმთავარმა ქადაგებაზე შენდობის კვირის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ინციდენტის მონაწილე ჟურნალისტებს და სასულიერო პირებს მონანიებისკენ მოუწოდა.

„ამ წირვაზე თქვენი დასწრება, აქ ჩვენთან ერთად მსახურებაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სულებისთვის და რას გამოიტანთ აქედან ეს არის მთავარი. მე გისურვებთ, რომ დღეს არის სინანულის დღე და თუ ვინმეს რამე შეცდომა დაუშვია, არასწორად გაუკეთებია ღმერთმა შეუნდოს და თვითონაც მოინანიოს, არამხოლოდ ჟურნალისტებმა, არამედ ნებისმიერმა ადამიანმა, მათ შორის, სასულიერო პირებმა“, აღნიშნა მიტროპოლიტმა.

ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში, სადაც საეკლესიო კრება მიმდინარეობდა, შეხლა-შემოხლის დროს შენობის მოაჯირი გატყდა  და მედიის წარმომადგენლები მესამე სართულიდან გადავარდნენ. მათ მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.



ამავე თემაზე:

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას აივნის მოაჯირი ჩამოინგრა - დაშავდნენ მედიის წარმომადგენლები


მიტროპოლიტი სტეფანე: არავის დაუძახია ჟურნალისტებისთვის, ეს იყო პროვოკაცია


მიტროპოლიტი სტეფანე: ჩვენ გალობა დავიწყეთ და ჩავუგდეთ სპეცოპერაცია
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.