სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში "ასტრაზენეკათი" სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო.
კლინიკები მედპერსონალის ვაქცინაციისთვის უკვე მზად არიან სენაკში, წალენჯიხაში, მარტვილსა და ფოთში. ასევე, ვაქცინაციის პროცესი დღეიდან იწყება მესტიაში.
სულ სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო 3100 დონაა ჩამოტანილი, მათგან 1100 - ზუგდიდში, სადაც პროცესი ორშაბათს
დაიწყო.
ზუგდიდში კორონავირუსზე სამედიცინო სფეროს 40 წარმომადგენელი აიცრა.
მასალის გამოყენების პირობები