ზუგდიდი-მესტიის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, სოფელ ბეჩოსთან მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შეფერხდა სატრანსპორტო მიმოსვლა.
![](/images/temp/2021/04/13/058212b47f9dc5fa79636baa5bb1d1f2.jpg)
მესტიის მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია და ადგილზე ჩახერგილი გზის გასაწმენდად ტექნიკა მუშაობს.
ფოტო: გელა გოგოხია
მასალის გამოყენების პირობები