ახალი ამბები
ჭყონდიდის მიტროპოლიტი: მონაზონს არ აქვს უფლება ირბინოს თავის ჭკუაზე
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ეპარქიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მიტროპოლიტი ამბობს, რომ სასულიერო პირებთან თუ ჟურნალისტებთან მიმართებაში აგრესია არასოდეს გამოუხატავს და არც მისი პროვოცირება გამოუწვევია არასოდეს.

„დიაკვნებს ვთხოვე თავიანთი მოვალეობის შესრულება, რომ ემსახურათ ეკლესიაში, ეს არის პირველ რიგში ეპისკოპოსთან მსახურება. დიაკვნების მოვალეობაა პირველ რიგში მღვდელმთავრის მსახურებაში მონაწილეობა და მღვდელმთავარმა უნდა იცოდეს ვისთან აქვს საქმე. როდესაც პირველად მოვედი არცერთი დიაკონი არ დამხვდა, არადა აღმოჩნდა, რომ ხუთი დიაკონი ყოფილა. ორმა მათგანმა კატეგორიული უარი თქვა, ერთი რაღაც პირობებს მიყენებდა, აქედან გამომდინარე, ვინც კატეგორიულ უარს მიყენებდა, ხანგრძლივი შეგონების შემდეგ მათთვის მსახურების შეჩერება მომიწია, სხვა გზა არ დამიტოვეს“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

ეპარქიის ხელმძღვანელმა რეზიდენციის შენობიდან ჩამოვადნილ ჟურნალისტებზეც ისაუბრა და ღნიშნა, რომ მედიის ნაწილმა მომხდარი არაობიექტურად გააშუქა.

„ამ კრებაზე მაქსიმალურად ვცდილობდი მშვიდ ვითარებაში ყოფილიყო ეს ურთიერთობა, რაც გარკვეულწილად მოვახერხე. შემდეგ უკვე ერთობლივი შემოტევა წავიდა და აივანზე, რომელიც არ არის საჯარო სივრცე, შემოიჭრა გარკვეული ნაწილი ამ ხალხისა, რომელიც მოყვანილი იყო იმ ადამიანების მიერ, რომელიც კრებაზე ჩხუბობდა. უნდოდათ, რომ ჩემთვის ეს ყველაფერი დაებრალებინათ, თითქოს მე ვუთხარი დაეტაკეთ კარები და გადაყარეთ ისინი, აბსოლუტურად განსხვავებული ვითარება დახატა ზოგიერთმა ტელევიზიამ“, - ამბობს მეუფე სტეფანე.

მარტვილის დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარის დედა სოსანას და მორჩილი ნინოს შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არცერთ მათგანს საკუთარ მოხსენიებებში პატრიარქის ხსენება არ სურდათ, რაც კანონიკურად ამბოხს და ეკლესიაში განხეთქილების შემოტანას ნიშნავს.

,,რაც შეეხება დედაოებთან კრებას, თავად სვამდნენ საკითხებს ისე, რომ არ მოიხსენიებდნენ პატრიარქს. ეს ნიშნავს კანონიკურად ამბოხს და განხეთქილების შემოტანას ეკლესიაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა, გარდა იმისა, რომ გაგვეცა პასუხი. მინდოდა მეთქვა, კანონიკურად რა შეცდომაში შეიყვანეს ისინი და რა პრობლემის წინაშე დადგნენ. ავუხსენი, რომ მონაზონს არ აქვს უფლება ირბინოს თავის ჭკუაზე და აქციებში მიიღოს მონაწილეობა. ამ გაფრთხილების შემდეგ დემონსტრაციულად წავიდა და დადგა სპექტაკლი. დედა სოსანას შევთავაზე ძალიან კარგი ადგილი, რომელიც მონაზვნისთვის დამამშვიდებელია, ამ არეულობას გაშორდება და გაცილებით მეტი იქნებოდა მისი სულისთვის სარგებელი“, - აღნიშნა მეუფე სტეფანემ.

ინფორმაციისთვის, ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა არქიმანდრიტი ათენოგენი (მდივანი) მღვდლობიდან განკვეთა, ხოლო იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელ მირიანს (მესხაძე), მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი) და დიაკონი ანანიას (კალანდია) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერა.

მანამდე, ერთ-ერთი კრების დროს, სასულიერო პირების ნაწილსა და მრევლს შორის მომხდარი დაპირისპირებისას რეზიდენციის შენობის მოაჯირი გატყდა და მეორე სართულიდან ჟურნალისტები და ოპერატორები ჩაცვივდნენ. მათ მრავლობითი მოტეხილობები და სხვადასხვა დაზიანებები მიიღეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
20 / აპრილი 2024
აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები 20 აპრილიდან მოიხსნება, ამის შესახებ „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს ინფორმაციას.
19 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 20-22 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია უმეტესად თბილი და უნალექო ამინდი.
19 / აპრილი 2024
"ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებთან დაკავშირებით სამართლის აღუსრულებლობა დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ ქმედებებს",- ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 24 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 15 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.