ახალი ამბები
"მაქსიმალურ ძალისხმევას ვახორციელებთ, რათა სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალ გადაადგილებაზე წვდომა" - მინისტრი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ენგურის ხიდზე იმყოფებოდა. თეა ახვლედიანი აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობასა და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ადგილზე მოქალაქეებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას უზრუნველყოფენ. სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმომსვლელთათვის სოფელ რუხში ენგურის ხიდთან განთავსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო.  

"ოკუპირებულ აფხაზეთში მოსახლეობის მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობის შემსუბუქება ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის და საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. ბუნებრივია, ამ კონტექსტში განიხილება საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილების უფლების სრულფასოვნად აღდგენა. ამ მიმართულებით, როგორც ცნობილია, ჩვენ გადავდგით არაერთი ქმედითი ნაბიჯი და განვახორციელეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები, ჩვენს ხელთ არსებული არაფორმალური კომუნიკაციის არხების გამოყენებით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით. გასულ სექტემბერს ორგანიზებულად მოხერხდა 1000-ზე მეტი სტუდენტის, მოსწავლის და მათი თანმხლები პირების გადმოყვანა კონტროლირებად ტერიტორიაზე, განათლების პროცესის შეუფერხებლად გაგრძელების მიზნით. მოგვიანებით კი, საერთაშორისო პარტნიორების შუამდგომლობით შესაძლებელი გახდა ხანდაზმულთათვის პენსიის შეუფერხებლად აღება. დღესდღეობით, როგორც ცნობილია, თავისუფალი გადაადგილება შეუზღუდავია პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვახორციელებთ ძალისხმევას, რათა სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალ გადაადგილებაზე წვდომა მთელი მოსახლეობისთვის. ამ ეტაპზე ასევე აღსანიშნავია, რომ მთელი ამ პროცესის განმავლობაში არ შეფერხებულა სპეციალური საჭიროების და გადაუდებელი ჯანდაცვის მიზნით მოქალაქეთა გადმოსვლა კონტროლირებად ტერიტორიაზე. ადგილზე დღეს გავეცანი შესაბამისი უწყებების მიერ განთავსებულ ინფრასტრუქტურას, მის შეუფერხებლად მოქმედებას და დავრწმუნდი, რომ მოქალაქეებს მიეწოდებათ სერვისები სრულფასოვნად. დღეში რამდენიმე ასეული ადამიანი კვეთს საოკუპაციო ხაზს და როგორც აღვნიშნე, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურ ძალისხმევას აგრძელებს იმისათვის, რომ სრულფასოვნად აღდგეს თავისუფალი გადაადგილების უფლება საოკუპაციო ხაზზე", - თქვა თეა ახვლედიანმა. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გუშინ გიგა ოთხოზორიას საფლავზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, თეა ახვლედიანი აფხაზეთში მცხოვრებ სტუდენტებს შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვდა


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.