ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლერი ბარნაბიშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში წარუდგინა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.


ამვე ცნობით, შეხვედრაზე რეგიონის ახალმა რწმუნებულმა თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე, მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციაზე და იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისათვის პრიორიტეტულია.

„დღეს მოხდა ახალი სახელმწიფო რწმუნებულის წარდგენა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გიორგი გუგუჩია არის საკმაოდ გამოცდილი კადრი, იგი წლების მანძილზე მუშაობდა სახელმწიფო უწყებებში, მათ შორის სამართალდამცავ სტრუქტურებში, იყო ანტიკორუფციული სააგენტოს სამხარეო დანაყოფის ხელმძღვანელი, ამდენად მისთვის ცნობილია რეგიონის სპეციფიკა. მინდა წარმატებები ვუსურვო ახალ სახელმწიფო რწმუნებულს თავის საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ იგი იქნება მრავალი კარგი პროექტის თანაავტორი და თანამონაწილე“ - განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა. გიორგი გუგუჩიამ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. „მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და მთლიანად საქართველოს მთავრობას გამოცხადებული დიდი ნდობისთვის, ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად ძალიან დიდი პატივია ვემსახურო ჩემს ქვეყანას სწორედ იმ რეგიონიდან, რომელიც არის ჩემთვის მშობლიური და სადაც ვარ დაბადებული. ჩვენ უკვე გვქონდა შეხვედრა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან, დარწმუნებული ვარ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ რეგიონში არსებულ გამოწვევებზე სათანადო რეაგირებას და რეგიონის სწრაფად განვითარებისთვის ხელშეწყობას“ - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა 31 მაისს დანიშნა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
30 / აპრილი 2026
სამეგრელოში მეთევზეთა მფარველ ღვთაებად მიიჩნეოდა ზებერდე . ზებედობა კი მისი სახელობის გაზაფხულის დღესასწაული იყო, რომელიც თევზაობისა და ნაოსნობის დაწყებამდე იმართებოდა.
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
30 / აპრილი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.