ახალი ამბები
მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტზე სამინისტროში იმსჯელეს
ჩხოროწყუს სოფელ მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განიხილეს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პროექტი მოიცავს 9000 ჰექტარამდე უნიკალური ტყის ეკოსისტემის მრავალმხრივი შეფასების, კატეგორიზაციის, სტატუსის მინიჭების, ზონირების, მართვის რეჟიმების განსაზღვრის, დაპროექტების, ეკომეგობრული ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის, მართვისა და მონიტორინგის გრძელვადიან ღონისძიებებს, რომლებიც ერთიანი გეგმის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.

„ჩვენი სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტყის მდგრადი მართვა. ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის კეთილდღეობას და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას”, - განაცხადა იური ნოზაძემ.

პროექტზე მუშაობა განხორციელდება ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მუხურის ხეობასთან დაკავშირებული ადგილობრივი, რეგიონული, ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

მუხურის ტყე-პარკის განვითარების პროექტი ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ორგანიზებით და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის” ფარგლებში.

სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
12 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია „ცხრა“-ზე, რომელიც მეგრულ კულტურაში საკრალურ რიცხვად მიიჩნეოდა.
06 / თებერვალი 2026
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
12 / თებერვალი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.