ახალი ამბები
ჭყონდიდის მიტროპოლიტი ნინოწმინდის პანსიონზე: ჯერ ვერ ვაყალიბებ პოზიციას
ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე ამბობს, რომ სინოდის სხდომა ჩანიშნული არ არის და შესაბამისად, ჯერ უცნობია განიხილავს თუ არა ნინოწმინდის პანსიონის საკითხს სინოდი. ეპარქიის მმართველი თვლის, რომ მიტროპოლიტი სპირიდონი მართალი ადამიანია და მან პანსიონში ქუჩიდან მისული ასეულობით ბავშვი გამოზარდა.

„ჯერ მე ყველაფერი ვერ გავიგე, ზოგი ასე ამბობს, ზოგი ისე. ყველაფერი არეულ-დარეულია. პირად პოზიციას, ასე უბრალო ინფორმაციებით ვერ ვაყალიბებ. რა თქმა უნდა მეუფე სპირიდონთან კომუნიკაცია მქონდა და მე ვიცი, რომ არის მართალი და წესიერი ადამიანი. მან უამრავი, ასეულობით ბავშვი შეიფარა და გამოზარდა. სხვა მხრივ, ახლა მე ვერ გეტყვით, რა და როგორ, მე რა გითხრათ ახლა. ვიცი, რომ მან უამრავი დრო და რესურსი დახარჯა ამ ბავშვებისთვის და რაც მთავარია სიყვარული. და ვიცი ერთი რამეც, გეგმაზომიერად მიდის ეკლესიის დისკრედიტაცია და ეს საკითხიც ერთ-ერთი ნაწილია ამის“, - მიიჩნევს ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

ინფორმაციისთვის, სასამართლოს გადაწყვეტილებით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ბენეფიციარების ნაწილი უკვე გაიყვანეს. ბავშვთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) სასამართლოს 4 ივნისს მიმართა და დაწესებულებიდან ყველა ბავშვის დაუყონებლივ გაყვანა მოითხოვა. საკითხზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები თვლიან, რომ პანსიონში ბავშვების ყოფნა უსაფრთხო არ არის და მათზე სხვადასხვა სახის ზეწოლა ხორციელდება.

მანამდე, სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში (2016-2021 წლებში) პანსიონში, სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის, სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე, ოთხი საქმე იყო აღძრული.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
დღეს, როცა დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, სამზარეულოშიც ისეთ ტექნიკას ვეძებთ, რომელიც ცხოვრებას გაგვიმარტივებს. სწორედ ამიტომ გახდა აეროგრილი ყოველდღიური სამზარეულოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოწყობილობა.
28-29 ნოემბერს თბილისში, გამოფენების ცენტრ "ექსპოჯორჯია"-ში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025 გაიმართება.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

სტატია
დღის სიახლეები
15 / იანვარი 2026
ძველ საქართველოში ახალი წელი სხვადასხვა ეპოქაში წლის სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა, თუმცა საბოლოოდ იანვარში დამკვიდრდა.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
08 / იანვარი 2026
დღევანდელი გადაცემის თემა უდიდესი საუფლო დღესასწაული შობაა, რომელსაც მეგრელები „ქირსეს“ უწოდებენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.