ახალი ამბები
სოხუმი: საგანგებოს ინფორმაციით გაგრაში შტორმის დროს ტურისტი დაიხრჩო
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგანებოს სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, 4 ივლისს, შტორმის დროს, გაგრაში რუსი ტურისტი დაიხრჩო. მათივე ცნობით, სარატოვის მცხოვრები, 42 წლის პაველ დანკოვის საძიებო სამუშაოები ზღვაზე ძლიერი ღელვის გამო ვერ ხერხდება.

ამავე უწყების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებოს თანამშრომლებმა ახალგაზრდა ქალი გადაარჩინეს. ინციდენტი, გაგრაში, დაახლეობით, 8 საათსა და 30 წუთზე მოხდა. რუსი ტურისტი აღელებულ ზღვაში შევიდა და დამოუკიდებლად გამოცურვა ვერ შეძლო. მას მაშველების დახმარება დასჭირდა. 

4 ივლისს, საღამოს, აფხაზეთს ძლიერი ქარიშხალი დაატყდა, რომელმაც 50 - ზე მეტი ხე წააქცია, სასტუმროებსა და სახლებს სახურავები გადახადა, ჩამოგლიჯა ტროლეიბუსის და ელექტროგადამცემი ხაზები და დააზიანა მათი საყრდენი ბოძები. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. სტიქიის შედეგად არავნ დაშავებულა.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.