ახალი ამბები
სოხუმი გალელებს საქართველოს კლინიკებში აცრას სთავაზობს
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობამ დაადასტურა, რომ 5 ივლისიდან ენგურის ხიდის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმი მოქმედებს. აქედან გამომდინარე, გალის მცხოვრებლებს ვაქცინაცია არა მხოლოდ საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, არამედ სურვილის შესაბამისად შეეძლებათ, წერს "აფსნიპრესი".

"აფხაზეთის მთავარი სანიტარული ექიმის ლუდმილა სკორიკის განცხადებით, საზღვარზე მოწყობილია სამედიცინო პუნქტი, სადაც გადაადგილებულებს აღრიცხავენ. რეჟიმი შემსუბუქებულია, რათა ხალხმა ვაქცინაცია შეძლოს, უკან დაბრუნებულებმა აუცილებლად უნდა შეიარონ სამედიცინო პუნქტში, სადაც ვაქცინირებულები აღირიცხებიან, ასე ყველანი ერთად შევებრძოლებით ამ ინფექციას", - განაცხადა გალის რაიონის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ფილიამ.

გალის რაიონის მთავარი ექიმის ასტამურ გამგიას თქმით, ენგურის ხიდის გადაკვეთის მსურველთათვის გარკვეული მოთხოვნებია დაწესებული.

"იმის გათვალისწინებით, რომ Covid-19 ძალებს იკრებს, ჩვენ გავხსენით სამედიცინო პუნქტი "ენგური", კონტინგენტის შესასწავლად, რათა შეგვეძლოს სტატისტიკის წარმოება. იმ მოქალაქეებისთვის, ვინც საზღვარს გადაკვეთს, იქნება გარკვეული მოთხოვნები, მათ უნდა წარმოადგინონ ცნობა ვაქცინაციის შესახებ, ან PCR ტესტის შედეგები. მათ კი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა, უნდა წარმოადგინონ ანტისხეულების არსებობის დამადასტურებელი ცნობა. ჩამოთვლილთაგან ერთი ცნობის წარმოდგენის საფუძველზე პირს საზღვრის გადაკვეთის უფლება ექნება, გამოკვლევებისა და მკურნალობის მიზნით მიმავალმა მოქალაქეებმაც უნდა წარმოადგინონ ცნობები", - აღნიშნა ექიმმა.

მისივე ინფორმაციით, ცნობების გარეშე გაატარებენ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის მქონე პაციენტებს. საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 3 დღის შემდეგ დაბრუნებულებს დასჭირდებათ 72 საათით ადრე ჩატარებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი ან ვაქცინაციის ცნობა.

ენგურის ხიდი მოქალაქეებისთვის დილის 09:00 საათიდან 19:00 საათამდე იქნება ღია.

5 ივლისიდან ენგურის ე.წ. გადასასვლელი ხიდი სრულად გაიხსნა. ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა. უკვე წელიწადზე მეტია, რაც აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდი ჩაკეტა. შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა 2021 წლის 11 თებერვლიდან მოხერხდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით გაწეული ძალისხმევის შედეგად, ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. 6 ივლისის მონაცემებით, სულ აცრილია 272 810 ადამიანი.

რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატის "სპუტნიკ V"-ის პირველი პარტია მოსკოვიდან სოხუმში 30 აპრილს ჩაიტანეს. ვაქცინაციის პროცესი 12 მაისს დაიწყო. 26 ივნისის მონაცემებით, აფხაზეთში სულ აცრილი იყო 4682 ადამიანი, მათ შორის 2197 - ორჯერადად.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
დღის სიახლეები
25 / აპრილი 2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 აპრილს სამეგრელოში მოსალოდნელია ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი, 27-29 აპრილს კი სითბოს ფონზე ზოგან ხანმოკლე წვიმა იქნება.
25 / აპრილი 2024
ქალაქ ფოთის საკრებულოს დღევანდელი სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პარტია „ახალის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
25 / აპრილი 2024
აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია ვარაუდობს, რომ დასავლეთი სანქციებს დაუწესებს რუსული ავიაკომპანიებს, რომლებიც სოხუმის აეროპორტში იფრენენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 32 °C
img
სოხუმი 28 °C
img
ფოთი 29 °C
img
მესტია 17 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.