ახალი ამბები
თეა ახვლედიანი: რწმენას გამოვთქვამ, რომ ირაკლი ბებუას და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი იმედს გამოთქვამს, რომ ირაკლი ბებუას გათავისუფლება ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში. ამის შესახებ ახვლედიანმა 10 წლიანი ხედვისა და სტრატეგიის წარდგენისას განაცხადა.

"რამდენიმე დღეში 13 წელი გახდება რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომლის მძიმე შედეგებსაც ჩვენი ქვეყანა დღემდე უმკლავდება... სწორედ ამ დღეებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არა აქვს! როგორც მოგეხსენებათ, ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში, ჩვენი მტკიცედ არჩეული სამშვიდობო პოლიტიკა, ერთი მხრივ, მიმართულია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ; მეორე მხრივ, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოგვარებამდე - ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობისა და შერიგებისკენ, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვის, მათი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

დღეს, ჩემთვის სიმბოლურია იმის აღნიშვნაც, რომ ზუსტად ერთი წელია, რაც ვიკავებ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას - ეს იყო, როგორც ქვეყნის შიდა, რეგიონული თუ საერთაშორისო მნიშვნელოვანი განვითარებების ფონზე, გლობალური პანდემიის თვალსაზრისით უპრეცედენტოდ რთული წელი, რამაც ისედაც მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა განსაკუთრებით ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩვენი ორი განუყოფელი რეგიონის ხელოვნური იზოლაციით, განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა შეიქმნა ახალგორის რაიონში, სადაც შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისს არაერთი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეეწირა. პანდემიის პირობებშიც კი, გრძელდებოდა საოკუპაციო რეჟიმის დესტრუქციული ქმედებები, ე.წ. „ბორდერიზაციის“ და საქართველოს მოქალაქეების უკანონო გატაცებების ჩათვლით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ დღესდღეობით კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება ჩვენი ორი მოქალაქე - ირაკლი ბებუა და გენადი ბესტაევი; რწმენას გამოვთქვამ, რომ მათი გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში ისევე გადაწყდება ჰუმანიტარულ ჭრილში, როგორც ეს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა ზაზა გახელაძის შემთხვევაში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა, საქართველოს პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობის როლს, საქართველოს პრეზიდენტის, ჩვენი პატრიარქის და საერთაშორისო პარტნიორების ერთიან ძალისხმევას", - განაცხადა მინისტრმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
დღის სიახლეები
27 / ივლისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე მოქალაეებს შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.