ახალი ამბები
ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, რომელთა ღვაწლი ყოველთვის გვემახსოვრება - თეა ახვლედიანი
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, მთავრობის წევრებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. მთავრობის წევრებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

"დღევანდელი თარიღი განასახიერებს თითოეული ჩვენგანისთვის უაღრესად მტკივნეულ, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი აფხაზეთის მკვიდრთა განუზომელი დარდის, ადამიანური ტრაგედიებითა და მსხვერპლით გამოწვეული განუზომელი ტკივილის, ასიათასობით დევნილის განსაცდელის და ჩვენი უამრავი თანამოქალაქის ცრემლიან ისტორიას. დღეს მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების და ყველა იმ მოქალაქის წინაშე, რომელთა ღვაწლი გაწეული ქვეყნის ერთიანობისთვის ყოველთვის გვემახსოვრება. ჩვენ ყველამ ერთად, სწორედ ჩვენი გმირების ქვეყნისთვის თავგანწირვის სულისკვეთებით, დაუღალავი შრომით და გაძლიერებული ძალისხმევით უნდა გავაგრძელოთ სამშვიდობო პროცესის განხორციელება, რათა მივაღწიოთ ჩვენი ხალხის გაერთიანებას, აფხაზთა და ქართველთა კეთილდღეობას, საერთო, ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოში", - თქვა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.